ბარხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
[[ქვიშა|ქვიშით]] ერთიანად დაფარულ ფერდობებზე ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში ბარხანს სხვადასხვა ფორმა ეძლევა. ბარხანები წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე იცვლის ადგილს.<ref name="ქსე" />
 
მოძრავ [[დიუნა|დიუნებსა]] და ბარხანებს დიდი ზიანი მოაქვთ, რამეთუ ქვიშის დიდი მასები ფარავენ საზოგადოების მიერ კეთილმოწყობილ ტერიტორიებს (მინდვრებს, ბაღებს და ა.შ.). ბარხანებს უჭირავთ ქვიშიანი უდაბნოს მცენარეულობას თითქმის მოკლებული უბნები. ბარხანები ბევრია [[საჰარა]]ში, აგრეთვე შუა აზიის უდაბნოებში — [[ყარაყუმი|ყარაყუმსა]] და [[ყიზილყუმი|ყიზილყუმში]].<ref>[https://bigenc.ru/geography/text/4324426 Каракумы // Большая российская энциклопедия]</ref>
 
ქარის რეჟიმის შესაბამისად, გამოყოფენ ბარხანის დაჯგუფების სხვადასხვა ფორმებს: ბარხანების სერებს, ბარხანების ჯაჭვს და ბარხანულ პირამიდებს. ბარხანული სერების სიგრძე ერთეული მეტრიდან 700 კმ-მდეა, სიმაღლე 500 მ-მდე, სიგანე 12 კმ-მდე; ბარხანების ჯაჭვი განივკვეთში ასიმეტრიული ბარხანების გირლიანდისებურად შეერთებული ჯაჭვებია, ხოლო ბარხანული პირამიდები პირამიდული ფორმის ქვიშის გროვები, რომელიც შედგება რამდენიმე თანაბარი ზომის ციცაბო ფერდობების მქონე სერებით.<ref>გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.</ref> ტერმინი ბარხანი სამეცნიერო ლიტერატურაში დაამკვიდრა ალექსანდერ ფონ მიდენდორფმა 1881 წელს.<ref>Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარხანი“-დან