მთის მასივი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mt. Kazbegi in The Greater Caucasus (1).jpg|მინი|მყინვარწვერის მასივი]]
'''მთის მასივი''' — შედარებით იზოლირებულად აზიდული და სუსტად დანაწევრებული მთიანი კომპლექსი ან მთათა კვანძი, რომლის სიგრძე და სიგანე გეგმილში დაახლოებით ერთნაირია. მთის მასივი მეზობელი მთებისაგან გამოყოფილია ფართო და ღრმა [[ხეობა|ხეობებით]]. არსებობს [[ტექტონიკა|ტექტონიური]], ვულკანური, [[კარსტი|კარსტული]] და სხვა წარმოშობის მთის მასივები.<ref>{{ქსე|6|672||არა}}</ref>
 
მთის მასივი როგორც წესი, სუსტად არის დანაწევრებული, აქვს მკვეთრად გამოხატული მორფოლოგიური მთლიანობა. მთის მასივს უწოდებენ აგრეთვე ზედაპირზე ძველ, კრისტალურ საფუძვლის მქონე ბაქნების ფუნდამენტის გამოსავალს, რომელსაც უფრო მცირე ფართობი უკავია, ვიდრე კრისტალურ ფარს.<ref>გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.</ref>
 
ცნობილია [[მონბლანის მასივი]], რომელიც დაგვირგვინებულია მწვერვალ [[მონბლანი]]თ, [[ვინსონის მასივი]] ანდარქტიდაში და სხვა. საკმაოდ ვრცელია [[ჩეხეთის მასივი]], რომელიც დაახლოებით 500 კმ-ზეა გადაჭიმული.<ref>[https://bigenc.ru/geography/text/4685322 Чешский массив // Большая российская энциклопедия]</ref>
 
მთის მასივე ფართოდ გვხვდება [[კავკასიონი|კავკასიონსა]] და [[მცირე კავკასიონი|მცირე კავკასიონზეც]]. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვულკანური წარმოშობის იალბუზის მასივი, რომლის საფუძვლის დიამეტრია 15 კმ. [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონზეა]] მყინვარწვერის ვულკანური მასივი, რომლის ფართობი დაახლოებით 80 კმ². მისთვის დამახასიათებელია ძალიან ბევრი [[მიწისძვრა]], მიკრო-ბიძგები და მძლავრი გამყინვარება.<ref>[https://infonews.ge/ყაზბეგის-მთაზე-ვულკანი-ი/ ყაზბეგის მთაზე ვულკანი იღვიძებს?!]</ref>
 
კარსტული მასივებიდან მნიშვნელოვანია [[არაბიკა]], სადაც გამომუშავებულია მსოფლიოს უღრმესი [[ვერიოვკინის მღვიმე]] და [[ასხის მასივი]]. მცირე კავკასიონზეა [[ლოქის მასივი|ლოქის კრისტალური მასივი]], რომელზედაც [[საქართველო]]ს უძველესი [[ქანი (გეოლოგია)|ქანებია]] გაშიშვლებული.
ხაზი 14:
*[[ქედი]]
 
==სქოლიო==
==ლიტერატურა==
{{სქოლიო}}
{{ქსე|6|672}}
 
[[კატეგორია:გეომორფოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთის_მასივი“-დან