გრამატიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
[[გელათის აკადემია]]მ იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით დაიწყო სალიტერატურო ენის დემოკრატიზაცია სამწერლობო ენაში სამეტყველო ენის ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების შემოტანით. ამ პერიოდში შექმნილი ენობრივი ლექსიკური მოდელები წარმატებით გამოიყენეს მეხოტბეებმა და პოეტმა [[შოთა რუსთაველი|შოთა რუსთაველმა]]. ქართული ენის გრამატიკული კვლევა განახლდა XVII საუკუნეში იტალიელ კათოლიკე მისიონერთა ინიციატივით. მათ მიერ საქართველოში გახსნილ სკოლებში ბერძულ-ლათინურ გრამატიკასთან ერთად ისწავლებოდა ქართული ენისთვის მათ მიერ დადგენილი გრამატიკული წესები. [[1629]] წელს რომში დაიბეჭდა სტეფანო პაოლინის და [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი|ნიკიფორე ირბახის]] [[ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629)|„ქართულ-იტალიური ლექსიკონი“]], ხოლო [[1643]] წელს იქვე — [[ფრანცისკო-მარია მაჯო]]ს „ქართული ენის გრამატიკა“ (ლათინურ ენაზე). [[1670]]-[[1680]] [[ბერნარდე ნეაპოლელი|ბერნარდე ნეაპოლელმა]] შეადგინა ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ხელნაწერი ლექსიკონები, ხოლო XVIII საუკუნის პირველი მეოთხედში გორელმა ანონიმმა მისიონერმა — „იტალიურ-ქართული ლექსიკონი“ ვრცელი გრამატიკული ტრაქტატით. ორივე ეს ავტორი ლექსიკონში სახელებთან უთითებს ფუძეთა წარმოქმნას, ზმნებთან კი — სიტყვათა ფორმაცვალებას კატეგორიების მიხედვით. ლექსიკონებში ლექსიკურ განმარტებებთან ერთად არის გრამატიკული ინფორმაციაც.
 
XVII–XVIII საუკუნეებში ქართული გრამატიკული მეცნიერების აღორძინება დაკავშირებულია [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს და კათოლიკოს [[ანტონ I]]-ის სახელებთან. ევროპელ მისიონრებთან ურთიერთობამ ორივეს საშუალება მისცა, კარგად გასცნობოდნენ როგორც ლათინურ გრამატიკებს, ისე თვით უცხოელთა მიერ შედგენილ ქართული ენის გრამატიკებსა და ლექსიკონებს. სულხან-საბას ლექსიკონისა და სხვა ნაშრომების და ევროპული გრამატიკული ტრაქტატების გაცნობის საფუძველზე ანტონ I-მა მოსკოვში რუსეთში წლებში შექმნა „ქართული ღრამმატიკა“, რომლის მეორე რედაქცია ჩამოყალიბებული მეცნიერული ნაშრომია, რომელშიც ავტორი მოითხოვს ერთიანი სამწერლობო ენის ტრადიციებსა და ხალხურ მეტყველებაზე დამყარებული სალიტერატურო ენის შექმნას. ანტონის დებულებები ქართულ გრამატიკულ აზრში XIX საუკუნის ბოლომდე ბატონობდა ([[გაიოზ რექტორი]], [[პლატონ იოსელიანი]] და სხვ.). ამ პერიოდში ქართული გრამატიკის საკითხებზე მუშაობდნენ [[არისტო ქუთათელაძე]], [[თედო ჟორდანია]], [[ზურაბ შანშოვანი]], [[ავქსენტი ცაგარელი]],.
 
XX საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული სახელების ბრუნების პარადიგმა (მხოლოდ მოთხრობითი იწვევს გარკვეულ მერყეობას): ამოიღეს ბრალდებითი ბრუნვა (აკუზატივი), ვითარებითმა კი თავისი ადგილი დაიმკვიდრა, მოხდა გრამატიკული კატეგორიების სრული მეცნიერული აღწერა და ზმნური პარადიგმების სრულქმნა ([[ნიკო მარი]], [[აკაკი შანიძე]], [[გიორგი ახვლედიანი]], [[არნოლდ ჩიქობავა]], [[ვარლამ თოფურია]] და სხვ.).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრამატიკა“-დან