კარსტული ძაბრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Vrtace u lelickom krasu.jpg|მინი|კარსტული ძაბრი სერბეთში]]
[[ფაილი:Lake Ertso - Shida Kartli, Georgia (02).jpg|მინი|ერწოს ტბა]]
'''კარსტული ძაბრი''' (აგრეთვე ცნობილი როგორც '''დოლინა''' ან '''წკვარამი''') — სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის დახშული ღრმული, რომელიც წარმოადგენს [[პონორი]]ს გაფართოებულ პირს; წარმოიქმნება ძაბრწარმოქმნის სტადიაში, ესე იგი პონორწარმოქმნის სტადიის შემდეგ, [[კირქვა|კირქვების]], [[თაბაშირი]]ს, [[ქვამარილი]]ს გახსნისა და გამოტუტვის შედეგად.<ref>[https://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geolog/7725/ВОРОНКА Карстовая воронка //Геологическая энциклопедия]</ref> აქვს ძაბრისებრი, ლამბაქისებრი, ჯამისებრი, კონუსისებური ან ცილინდრული ფორმა. დახურულ კარსტში ძაბრის ზედა ნაწილს, კარსტულ-სუფოზიურ ძაბრი ეწოდება. ძაბრების [[დიამეტრი]] და [[სიღრმე]] მერყეობს დაახლოებით 1 მ-იდან 600 მ-მდე. ფსკერსა და გვერდებზე ხშირად შესასვლელი [[მღვიმე]]ებში იხსნება. შერწყმის შედეგად, წარმოქმნიანწარმოქმნის კარსტულ აბაზანებსა და ქვაბულებს.<ref>Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,</ref> ძაბრი კარსტული [[ლანდშაფტი]]ს ფუნდამენტური სტრუქტურაა. გამოყოფენ ზედაპირული გამოტუტვის, ჩაწოვის და ჩაქცევით გაჩენილ ძაბრებს. ფორმირდება დროდადრო, ან უეცრად და მსოფლიოს მრავალ ადგილშია გამოხატული. ხშირად კარსტულ ძაბრებში [[წყალი]]ა ჩამდგარი, ზოგჯერ ამოვსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. მრავალი მათგანის ძირზე განვითარებულია საკუთრივ მცირე ჭა, შახტი ან პირდაპირ დაკავშირებულნი არიან მღვიმეებთან. კარსტული ძაბრი როგორც კარსტული ლანდშაფტის ტიპური ელემენტი გვხვდება იქ, სადაც განვითარებულია [[კირქვა|კირქვებისა]] ან [[თაბაშირი|თაბაშირის]] ქანები. კლასიკური ძაბრები გვხვდება [[ხორვატია]]სა და [[ბოსნია-ჰერცეგოვინა]]ში. ფართოდაა განვითარებული ხმელთაშუაზღვიურ ქვეყნებში, [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[ესპანეთი|ესპანეთში]]; აგრეთვე [[გერმანია]]ში, [[ავსტრია]]ში და სხვა. კარსტული ძაბრები ფართოდ არის გამოხატული [[საქართველო]]შიც და დაკავშირებულია მხოლოდ [[კარსტი|კარსტთან]]. ზოგიერთ შემთხვევაში იგი [[ტბა|ტბებითაა]] დაკავებული. მაგ., [[ერწოს ტბა]]ს უკავია ოთხი, ხოლო [[დევის ტბა]]ს ორი კარსტული ძაბრი. კარსტული ძაბრები გვხვდება აგრეთვე [[ასხის მასივი|ასხისა]] და [[არაბიკის მასივი|არაბიკის მასივებზე]], [[ჭიათურის პლატო]]ზე და სხვა. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, კერძოდ [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], არაბიკისა და ბზიფის მოვაკებაზე დაკარსტულობის ინტენსივობის მაჩვენებელია ძაბრების ხშირი ქსელი, ასე, მაგ., არაბიკის დიდვაკეზე კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 85-90, ხოლო ბზიფის თხემის მოვაკებაზე 210-220 ძაბრი მოდის. უფრო დაბალ ჰიფსომეტრიულ დონეზე მდებარე მამძიშხის თხემური მოვაკება, იმერეთის პლატოს რიგი რაიონები, „ვაკეტყე“, ბუჯასსათავის რაიონი და სხვა გამოირჩევიან აგრეთვე ძაბრების სიმჭიდროვით.<ref> ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 11-12.</ref> [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაში]] კარსტულ ძაბრს დოლინებს უწოდებენ. ამ შემთხვევაში, ტერმინი დოლინა„დოლინა“ ნებისმიერი ფორმის, სიდიდის და გენეზისის კარსტული ძაბრის სლოვენიური სახელწოდებაა.<ref>Дублянский В.Н, Кикнадзе Т.З., Тимофеев Д.А. Терминология карста</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარსტული_ძაბრი“-დან