სიცილიის მწუხრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Francesco Hayez 023.jpg|მინი|''სიცილიის მწუხრი'' (1846), ავტ. [[ფრანჩესკო ჰეიცი]]]]
'''„სიცილიის მწუხრი“''' — სახალხო აჯანყება კუნძულ [[სიცილია|სიცილიაზე]]; დაიწყო [[1282]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]] [[პალერმო|პალერმოში]] და [[აპრილი|აპრილში]] მთელ კუნძულს მოედო. აჯანყება მიმართული იყო ფრანგი ფეოდალების წინააღმდეგ, რომელთაც [[შარლ I ანჟუელი|შარლ I ანჟუელისგან]] დიდი პრივილეგიები და მიწები მიიღეს. გვიანდელი ლეგენდის თანახმად, აჯანყების დაწყების ნიშანი იყო მწუხრის ზარები, აქედან წარმოდგა მისი სახელწოდებაც. აჯანყების მეთაურობა სიცილიის წარჩინებულებმა იგდეს ხელთ, მათ მოიწვიეს არაგონის მეფე [[პედრო III (არაგონი)|პედრო III]], რომელმაც მალე მთელი კუნძული დაიპყრო. „სიცილიის მწუხრის“ შედეგად სიცილია ჩამოშორდა [[ანჟუს დინასტია|ანჟუს დინასტიის]] სამფლობელოებს, თუმცა ანჟუს დინასტიის წარმომადგენლები [[1302]] წლამდე იბრძოდნენ მის დასაბრუნებლად.
 
== იხილეთ აგრეთვე ==