ელამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Elam Map.jpg|thumb|300 px|ელამის მდებარეობა]]
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ელამი''' (შუმერული ''ნიმ'', აქადური ''ელამთუ'', ელამური ''ჰათანთი'') — ძველი სახელმწიფო [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურის]] აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე [[ირანი]]ს ტერიტორიაზე. არსებობდა ძვ. წ. [[ძვ. წ. IV ათასწლეული|IV]] — [[ძვ. წ. III ათასწლეული|III]] ათასწლეულებში. დედაქალაქი სუსა[[სუზა]].
 
[[ევფრატი]]სა და [[ტიგროსი]]ს სამხრეთ შუამდინარეთის საზოგადოების ისტორიას მჭიდროდ უკავშიდება ელამის ისტორია. [[შუმერები]] ამ ქვეყანას '''ნიმს''' უწოდებდნენ, [[აქადი|აქადელები]] — '''ელამთუს''', თვით [[ელამელები]] კი — '''ხალთამთის'''. ელამი [[შუმერი]]ს აღმოსავლეთით, [[ირანი]]ს ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. [[ძველი სპარსეთი|ძველი სპარსელები]] მას '''”(ჰ)უჲა”'''-ს ეძახდნენ. სწორედ აქედან უნდა წარმოდგებოდეს ამ რაიონის თანამედროვე სახელწოდება — [[ხუზისტანი]].
 
== ისტორია ==
=== სუსასუზა — დიდი გზაჯვარედინი ===
მთიან ადგილებში მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევდა, მაგრამ აქ ორი დიდი მდინარის — დასავლეთში [[კერხე|ხოასპისა]] (თანამედროვე [[კერხე]]) და აღმოსავლეთში [[ქარუნი|ევლეას]] (თანამედროვე [[ქარუნი]]) ნაპირებზე მოსავლიანი ველებიც იყო. სუსასუზა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ფართოდ იყო გაჩაღებული ვაჭრობა [[შუამდინარეთი]]ს ქალაქებთან. ელამიდან გაჰქონდათ ხე-ტყე, ვერცხლი, ლითონი, შემოჰქონდათ ქერი, და ზეთი. აქ, ისევე, როგორც შუმერში, არსებობდა ქალაქ-სახელმწიფოები: [[სუზა|შუშანი]] (სუსასუზა), [[ანშანი]], [[სიმაში]], [[ადამდუნი]], [[ბარახშე]] და სხვ. ადრინდელ ხანაში მათგან ყველაზე ძლიერი ავანის სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.
 
=== სუსასუზა I და სუსასუზა II ===
დროთა განმავლობაში ელამში შეიქმნა მეტად თავისებური და თვითმყოფადი კულტურა, რომელიც მჭიდრო კავშირშია შუამდინარეთის ცივილიზაციასთან. ჩვ. წ.-მდე IV ათასწლეულის ელამში (სუსასუზა I) განვითარებული იყო პროტოელამური ”შეღებილი კერამიკის” ენეოლითური კულტურა. სუსასუზა I ფენაში დასახლების ნაკვალევთან ერთად შემორჩენილია სასაფლაოც, რაც ქალაქის ძველ მოსახლეობაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი კულტის არსებობაზე მიგვანიშნებს. საგულდაგულოდ დამზადებულ და გაპრიალებულ ქვის სამუშაო იარაღებთან ერთად ზოგჯერ გვხვდება სპილენძის ნივთებიც. სუსასუზა I დასახლება, როგორც ჩანს, ხანძარს შეეწირა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მეზობელი მთიელი ტომების თავდასხმის დროს განადგურდა.
 
საკუთრივ ელამური კულტურა გავრცელებული ჩანს ჩვ. წ.-მდე III ათასწლეულიდან. პროტოელამურისგან განსხვავებით, იგი სუსასსუზას გარდა გავრცელებული იყო ირანის სამხრეთ-დასავლეთის სხვა ადგილებშიც. მას ბევრი საერთო აქვს ელამისგან დასავლეთით მდებარე ქვეყნების, პირველ ყოვლისა კი შუმერის კულტურასთან.
 
ლაგაშის მმართველი გუდეა თავის ერთ-ერთ წარწერაში გვამცნობს, რომ მის დროს ქიმაშის მთებში, ელამის მოსაზღვრე ოლქში სპილენძს მოიპოვებდნენ. აქედანვე გამოჰქონდათ ოქროვანი სილა. ამავე ხანაში გაჩნდა ელამში ბრინჯაო. მეტალურგიასთან ერთად განვითარებულია კერამიკური წარმოება. სუსასუზა II-ში ნაპოვნი ჭურჭლეულობა ისე საგულდაგულოდ არ არის დამზადებული, როგორც სუსასუზა I-ისა, მაგრამ უფრო ფერადოვანია და გამოსახულებაშიც მდიდრულია. ეს არის პეიზაჟის კონტურები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები. ამ დროს გაჩნდა თავისებური ელამური იეროგლიფური დამწერლობა.
 
== კულტურა ==
ხაზი 24:
 
=== მრგვალი ქანდაკებები ===
ჩვ. წ.-მდე XXIV-XXIII საუკუნეებში სუსასუზა აქადის სახელმწიფოს საზღვრებში იყო, რის გამოც ელამზე შუამდინარეთის კულტურის გავლენა გაძლიერდა. ამაზე მიუთითებს ელამის მმართველის ფუზურინშუშინაქის ჩვენამდე მოღწეული სტატუეტები, რომლებიც შესრულებულია შუამდინარეთის მრგვალი ქანდაკების ტრადიციების მიხედვით. აღსანიშნავია დედოფალ ნაფირასუს ბრინჯაოს ქანდაკება, მამაკაცების სკულპტურული პორტრეტები და ღვთაება ინშუშინაქის ვერცხლისგან დამზადებული ფიგურები, რომლებსაც ხელში სამსხვერპლო ცხოველები უჭირავთ. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ელამურმა გლიპტიკამ, კლდეზე ნაკვეთმა რელიეფმა.
 
== არქიტექტურა ==
=== ინშუშინაქის კომპლექსი ===
არქეოლოგებმა სუსასსუზას მახლობლად აღმოაჩინეს მეფე უნთაშ-ხუფმანის არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ღვთაება ინშუშინაქისადმი მიძღვნილი ელიფსის ფორმის გალავნით შემოზღუდული, 25 მ სიმაღლის, ხუთსართულიანი ზიკურათი, ცხრა ტაძარი და სასახლეთა ჯგუფი. სასახლის მიღმა აღმოჩნდა დიდი აუზი რეზერვუარით, სადაც წყალი იწმინდებოდა და ცხრა არხით უკავშირდებოდა სუფთა წყლის შესანახ პატარა აუზს. აღმოაჩინეს აგრეთვე თავისებური სამარხი. ელამისთვის დამახასიათებელი იყო დაკრძალვის უნიკალური წესი — მიცვალებულის კრემაცია იარაღთან და სამკაულებთან ერთად.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელამი“-დან