მეირა კუმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
მეირა კუმარი დაიბადა [[1945]] წლის 31 მარტს პატნის ოლქში [[ბიჰარი|ბიჰარის შტატი]]. მისი მამა [[ჯაგჯივან რამი]] იყო ინდოიელი პოლიტიკოსი, მომავალში კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ხოლო დედა ინდრანი დევი. ორივე იბრძოდა ინდოეთის დდამოუკიდებლობისათვის. ბაკალავრისა და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიიღო დელის უბნივერისტეტში<ref>[http://164.100.47.134/newls/Biography.aspx?mpsno=3066 Biography] {{Wayback|url=http://164.100.47.134/newls/Biography.aspx?mpsno=3066 |date=20090412003819 }} [[ლოკ-საბჰა]]</ref>.
 
===დიპლომატიური კარიერა===
[[1973]] წელს მეირა კუმარი იწყებს დიპლომატიურ კარიერა და მუშაობდა დაიწყო ინდოეთის დიპლომატიურ სამსახურში. [[1976]]-[[1977]] წლებში მუშაობდა ინდოეთის [[ესპანეთი]]ს საელჩოს თანამშრომლად. [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]] [[1977]]-[[1979]] წლებში და [[მავრიკი]]ს კუნძულებზე. [[1980]] წლიდან [[1985]] წლამდე მუშაობდა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
 
===პოლიტიკური კარიერა===
[[1984]] წელს მეირა კუმარი იწყებს პოლიტიკურ კარიერას. ამ პერიოდში აირჩიეს მერვე მოწვევის [[ლოკ-საბჰა|ლოკ-საბჰის]] წევრად [[უტარ-პრადეში]]ს შტატის [[ბუჯნორი]]ს საარჩევნო ოლქიდან. აჯობა [[დალისტები]]ს ისეთ ცნობილ ლიდერებს როგორებიცაა [[რამ ვილას პასვანი]] და [[მაიავატი]] (შემდეგში [[უტარ-პრადეში]]ს შტატის მთავარი მინისტრი). [[1996]]-[[1997]] წლებში XI მოწვევის ლოკ-საბჰას დეპუტატია, ხოლო [[1998]]-[[1999]] წლებში კი — XII მოწვევის ლოკ-საბჰას წევრია. ორივეჯერ აირჩიეს დელის კაროლ-ბაგჰის საარჩევნო ოლქიდან. [[1999]] წელს კანდიდატი იყო [[ინდოეთის სახალხო პარტია|ინდოეთის სახალხო პარტიიდან]] და წააგო არჩევნები. [[2004]] წელს კი კვლავ აირჩიეს ლოკ-საბჰაში, ამჯერად XIV მოწვევის დროს და სასარამის საარჩევნო ოლქიდან, [[ბიჰარი|ბიჰარის შტატი]], სწორედ ამ შტატიდან ადრე აირჩიეს მამამისიც. [[2009]] წელს ამავე საარჩევნო ოლქიდან კიდევ ერთხელ ხდება XV მოწვევის ლოკ-საბჰის წევრი.
 
[[2004]]-[[2009]] წლებში ეკავა ინდოეთის სოციალური სამართლიანობისა და უფლებამოსილების მინისტრის თანამდებობა. [[2009]] წელს კი დანიშნეს წყლის რესურსების მინისტრად. ამ დანიშვნიდან სამ დღეში აირჩიეს ლოკ-საბჰას სპიკერად და მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
 
==პირადი ცხოვრება==
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეირა_კუმარი“-დან