ძველი გავაზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ახალსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი, დგას [[ყვარლის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელში]], განეკუთვნება [[VI საუკუნე|VI საუკუნეს]]. ეკლესია [[ტეტრაკონქი|ტეტრაკონქის]] ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან ჩასმულ მოწითალო ქვაზე არსებული წარწერის თანახმად, [[1852]] წელს ძველი ეკლესია შეუკეთებია თავად [[ივანე ამილახვარი|ივანე ამილახვარს]]. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში ძეგლი კვლავ გაურემონტებიათ, სხვადასხვა დროს გარედან შეულესავთ და შეუთეთრებიათ.
[[ფაილი:Dzveli gavazi.JPG|მინი|მარჯვნივ|250პქ|ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია]]
'''ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია''' — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი [[კახეთის მხარე|კახეთში]], [[ყვარლის მუნიციპალიტეტი]]ს სოფ. [[ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფლის]] მიდამოებში ([[გავაზი (ისტორიული)|ისტორიული გავაზის]] ტერიტორია), რომელმაც XIX ს. რესტავრაციის გამო ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
[[1985]]-[[1987]] წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ. ეკლესიის კედლებზე მოიხსნა გვიანდელი ნალესობა. თავდაპირველი სახით აღდგა [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] და ჩრდილოეთ [[აფსიდა|აფსიდების]] მოგვიანებით გაფართოებული სარკმლები, მოიხსნა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში შიგნით აქა-იქ ჩაშენებული კედლები და თუნუქის სახურავი. ეკლესია გადაიხურა [[კრამიტი|კრამიტით]].
ეკლესია გეგმით [[ტეტრაკონქი]]ა — ცენტრ. კვადრატს ოთხივე მხრიდან ეკვრის ნალისებრი ფორმის [[აფსიდი|აფსიდებით]] დაბოლოებული [[კონქი|კონქები]], რომელთა [[გუმბათი|გუმბათქვეშა]] თაღებიც აგრეთვე ნალისებრი ფორმისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან აქვს. რვაკუთხა გუმბათის ყელი, რომელიც უფრო გვიანდელ ხანას მიეკუთვენბა, საგრძნობლად წაგრძელებულია, აქვს სამი სარკმელი (აღმ., სამხრ. და დას.). კონსტრუქციულად ცენტრალური კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია [[ტრომპი|ტრომპების]] მეშვეობით. ეკლესიას მოგვიანებით მიაშენეს გარშემოსასვლელი, რომელიც, როგორც ჩანს, მთელ ტეტრაკონქს ეკვროდა, მაგრამ შემდეგ დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა; ამჟამად იგი ჩრდ. კონქთან წყდება. ეკლესია და გარშემოსასვლელი რიყის ქვითაა აგებული.
 
[[2008]] წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე ჩაატარა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოიხსნა კრამიტის სახურავი და მის ქვეშ არსებული [[ცემენტი|ცემენტის]] ხსნარის ფენა; სახურავზე დაიგო ღარისებრი კრამიტი. შენობას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესაბამისი აფსიდების ღერძებზეა გაჭრილი და ნალისებრი თაღი ხურავს.
1850 წელს, როდესაც ხელმეორედ დაასახლეს მიტოვებული სოფელი ძველი გავაზი და ახალსოფელი უწოდეს, აღადგინეს და საფუძვლიანად შეაკეთეს გავაზის ეკლესიაც. სამხრეთ ფასადზე, გარშემოსასვლელის კარების თავზე, მოთავსებულია წითელი ქვის ფილა წარწერით, რომელშიც ნათქვამია, რომ 1852 წ., [[თავადი|თავადმა]] [[ივანე ამილახვარი|ივანე ამილახვარმა]] აღაშენა და დაასახლა ძველადვე განთქმული სოფელი გავაზი და განაახლა ტაძარი.
 
ცენტრალურ [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათქვეშა]] კვადრატს ყოველი მხრიდან ეკვრის ღრმა, შიგნიდან ნალისებრი, ხოლო გარედან ნახევარწრიული აფსიდი. აფსიდის კონქებს არასწორი მომრგვალება აქვს, თვით კონქის [[თაღი|თაღები]] და გუმბათქვეშა თაღები კი ნალისებრია. შიგნით აფსიდთა შეერთების კუთხეები გამაგრებულია ნახევარწრიული მოცულობებით, რომლებიც კუთხეებს თაღების ქუსლებამდე აუყვება. მოცულობები ქვემოთკენ ოდნავ ფართოვდება და სწორკუთხა ფორმას იღებს.
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.heritagesites.ge/?lang=geo&page=207&news=885 ძველი გავაზის ეკლესიის რეაბილიტაცია დაწყებულია - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო]
საკურთხეველსა და დასავლეთ აფსიდებში [[კონქი|კონქის]] ქუსლები ერთიანი შვერილი ლილვით იყო გამოყოფილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდებში აღმოსავლეთ მხრიდან გაჭრილია თითო კარი. სამხრეთის კარი ამჟამად გადის გარშემოსავლელის აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილ აფსიდიან სადგომში. ჩრდილოეთ აფსიდში მდებარე კარი კი მოგვიანებით ამოუშენებიათ და შიგნიდან ნიშა მოუწყვიათ.
 
ტაძრის რვაწახნაგა [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათის]] ყელში სამი სარკმელია გაჭრილი: აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. გარშემოსასვლელი შეკეთება-გადაკეთებებით მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. თვდაპირველად იგი გარეთკენ მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღედით იყო გახსნილი. გარშემოსასვლელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი მცირე ზომის, აფსიდიანი სათავსია. აღმოსავლეთ სადგომში შესასვლელი ეკლესიის სამხრეთ აფსიდიდანაა. სამხრეთ სადგომში კი - დასავლეთიდან, გარშემოსასვლელიდან. აღმოსავლეთ სადგომს ნალისებრი აფსიდი აქვს, რომლის ღერძზე გაჭრილია მცირე სარკმელი.
 
გარშემოსასვლელის მხრიდან, სამხრეთ და დასავლეთ აფსიდთა შეერთების ადგილას აღმართულია სვეტი, რომელსაც კედლის მიმდებარე ორი [[თაღი]] ემყარება. მათ ზემოთ იწყება გარშემოსასვლელის [[კამარა]], რომელსაც [[ელიფსი|ელიფსური]] საფუძველი აქვს და გადადის ნახევარწრეში. გარედან კედლები და გუმბათის ყელი დასრულებულია თაროსებრი, ორსაფეხუროვანი ლავგარდნით.
 
ტაძრის ეზოში [[1971]] წელს [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]]ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა [[35]] [[სამარხი]], სადაც გამოვლინდა [[X]]-[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნეების]] არქეოლოგიური ნივთები.
 
==ლიტერატურა==
{{სძა|1-1|359-361|დვალი თ.}}
 
== ბიბლიოგრაფია ==
* [http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=223 გავაზი (ყვარლის რ-ნი)]. საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:ყვარლის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ყვარლის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]