არჩილ ჯორჯაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია უწყარო ინფორმაცია
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
[[ფაილი:Arcil Jorjaze.png|მინი]]
დაიბადა სამხედრო პირის ოჯახში, რომელიც მალე ქუთაისში გადავიდა და არჩილმაც აქ კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო სწავლა, ხოლო [[1892]] წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია.
იმავე წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ვარშავაში, მაგრამ პეტერბურგში მალევე დაბრუნდა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ცოტა ხანში საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში. ამ პერიოდში იგი სოციოლოგიით ინტერესდება, შემდეგ [[ლევ ტოლსტოი]]ს მოძღვრებამ გაიტაცა. ერთხანს ინგლისში ცხოვრეობდა ტოლსტოველთა კოლონიაში, ესექსის საგრაფოს სოფელ პერლივლასში. [[1897]] წელს ა. ჯორჯაძემ ტოლსტოველთა თემაზე ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ გამოაქვეყნა წერილი: „ზნეობრივი ცხოვრების საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამოცდილება“, რომელმაც ლევ ტოლსტოის ყურადღება მიიპყრო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_ჯორჯაძე“-დან