კენტჩლიქოსნები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კენტჩლიქოსნები''' (Perissodactyla), ძუძუმწოვრების რიგი. ტანად დიდი, იშ...
(განსხვავება არ არის)

22:58, 8 იანვარი 2008-ის ვერსია

კენტჩლიქოსნები (Perissodactyla), ძუძუმწოვრების რიგი. ტანად დიდი, იშვიათად საშუალო ზომის ცხოველებია. კიდურების მთავარი ღერძი ყოველთვის მე-3 თითზე გადის, რომელიც სხვებზე მეტადაა განვითარებული და სხეულის ძირითად საყრდენს წარმოადგენს. თითის ბოლო ფალანგები ჩლიქიტაა დაფარული. აქვთ ზედა საჭმელი კბილები, მარტივი კუჭი, ბარძაყის ძვალზე მე-3 ციბრუტი (წყვილჩლიქოსანტაგან განსხვავებით). ლავიწი და ნაღვლის ბუშტი არ გააჩნიათ, გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ უდაბნოში, ტყე-ველზე და სხვა. ცხოვრობონ ერთეულებად, ზოგჯერ მცირე ჯგუფებსაც ქმნიან. სწრაფად დარბიან, იკვებებიან მცენარეულობით. განგური - წელიწადში 2-ჯერ. პოლიგამიური ცხოველებია. შობენ კარგად განვითარებულ 1 ნაშიერს. ცნობილია თანამედროვე კენტჩლიქოსნების3 ოჯახი: ცხენისებრნი, მარტორქისებრნი და ტაპირისებრნი. კენტჩლიქოსნების მოშინაურებული ფორმები (ცხენი, ვირი) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. სარეწაო ცხოველებია. ყველგან იცავენ.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 469, თბ., 1980