ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
1870-იან წლებში ქაქუთი და [[ჭანიეთი]] მოინახულა და აღწერა [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ. ქაქუთში იდგა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი, რომელიც 1870-იან წლებში აშენდა. ტაძარი იყო ნაგები [[ურთხელი]]ს ხით და მდებარეობდა [[თავდგირიძეები]]ს მამულში. აქ დაუკრძალავთ გიორგი თავდგირიძე, რომელიც [[გიორგი III გურიელი]]ს დროს მოღვაწე ცნობილი პირი უნდა ყოფილიყო. მან ტაძარს შესწირა ქრისტეს ვერცხლის ხატი. ტაძარშივე ინახებოდა პაატა ბოლქვაძის მიერ მოჭედილი ვერცხლის [[ფეშხუმი]]. ეკლესიისგან შემორჩენილია ტრაპეზის ქვა. გურიელის სამოსახლო ღრმა თხრილით იყო შემოსაზღვრული, მის ტერიტორიაზე იდგა კირქვისა და ყორის ქვით ნაშენი მცირე (18-20 მ<sup>2</sup>)სამლოცველო. ამ ადგილზე შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. [[გურიელები]]ს კიდევ ერთი სასახლე, საზაფხულო რეზიდენცია იდგა მდინარე [[ჩოლოქი]]ს ნაპირას. მიწის დამუშავებისას ამ ადგილზე სხვადასხვა დროს უნახავთ თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ყორის ნაშთები.
 
1891 წელს სოფელში ლიხაურელმა რაჟდენ კონტრიძემ გახსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა.<ref>გაზეთი „კვალი“ N22 – 1896 წ.</ref> სკოლა მოუხერხებელ ადგილზე მდებარეობდა და ის ერთ წელიწადში გურიელების ნასახლარზე გადაიტანეს. გახსნის დროს მასში 30 ქრისტიანი და 15 მუსლიმი მოსწავლე სწავლობდა. 18961895 წელს სკოლა მოულოდნელად დაიწვა. იმავე ადგილზე ააგეს ახალი სკოლა ბიბლიოთეკითურთ. სკოლას ეხმარებოდნენ [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება]], ლიხაურის ეკლესიის მღვდელი [[ნესტორ კონტრიძე]] და სხვები. 1920-იან წლებში სკოლის ძველი შენობა დაანგრიეს და ააგეს ახალი, ხის შენობა, რომლის მშენებლობაშიც გამოიყენეს მთავარანგელოზთა დანგრეული ეკლესიის ფიცრები.
 
სოფელში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო [[ღომი]], [[სიმინდი]] და [[ბრინჯი]]. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ჭანიეთის მეჩაიეობის კოლმეურნეობა. XX საუკუნის 50-იან წლებში ჩაის წარმოების ზრდის დროს გაიზარდა სოფლის მოსახლეობა, ამ დროს სოფელში დასახლდნენ [[სომხები]], რომლემაც სოფელი 15-20 წლის შემდეგ დატოვეს, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა. მათ დასახლებას პირობითად „ერევნის ქუჩას“ უწოდებდნენ. 1965 წელს აშენდა სკოლის ახალი, კაპიტალური ერთსართულიანი შენობა. სკოლა მოსწავლეთა სიმცირის გამო დაიხურა 2011 წელს.