ნიაბის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: არ იძებნება, ამოვიღე ბმული
No edit summary
ხაზი 1:
'''ნიაბის წმინდა გიორგის ეკლესია''' — [[ეკლესია]] [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარის]] [[კასპის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ნიაბი|ნიაბში]]. მდებარეობს სოფლის განაპირას, [[სამხრეთი]]თ, პატარა გორაკზე. თარიღდება X საუკუნით. მოგვიანებით, შეკეთებისას აგურით განუახლებიათ ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილები, ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღი და კონქი, ზოგიერთი [[პილასტრი]]ს მნიშვნელოვანი ნაწილი.
 
ეკლესია [[დარბაზული ეკლესია|დარბაზულია]] (19,3 X 6,8 მ), ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებით. წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. ეკლესიაში ორი შესასვლელია: ერთი - სამხრეთით, ეგვტერიდან, მეორე - ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან - [[არქიტრავი|არქიტრავული]]. ჩრდილოეთ კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის მარჯვნივ - მცირე ზომის სწორკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიში]]. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] სარკმლის ქვეშ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრებს შორის კედლის თაღებია. კაპიტელებით დასრულებულ პილასტრებს საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთის საბჯენი თაღი სამხრეთით პილასტრს ეყრდნობა, ჩრდილოეთით - [[კრონშტაინი|კრონშტაინს]].
 
[[აფსიდი]]ს მხართან, ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით ეკლესია უკავშირდება სამრეკლოს (5,2 X 2,8 მ), რომლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი მცირე თაღოვანი სარკმელი ამოქოლილია. სამხრეთ კედელში, სარკმლის მარჯვნივ მცირე სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ მთლიანი ქვიშაქვისაგან გამოთლილი სატრაპეზო ქვა დგას. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული [[კამარა|კამარით]].
 
ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს [[ეგვტერი]], გრძელი ვიწრო სათავსი (12,3 X 3,9 მ), რომელსაც [[სამხრეთი]]თ ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი აქვს. ამჟამად აღმოსავლეთ მალი ამოშენებულია. თაღებს შორის ტუფის მთლიანი ქვისაგან გამოთლილი სვეტი იდგა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია, მის მარცხნივ - მცირე სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. სამხრეთ კედელში აფსიდის მხართან თაღოვანი სარკმელია. ეგვტერის კამაროვანი გადახურვა გადაყვანილია ეკლესიის სამხრეთ კედელზე და მის თაღედზე.
 
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი წარმოდგენილია [[ბაზილიკა|ბაზილიკური]] აბრისით. შუა ამაღლებული ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო გვერდითები - ცალფერდა სახურავით. ფასადის ღერძზე ორნამენტიანი თავსართით მორთული თაღოვანი სარკმელია. მის ზემოთ, ქვაზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული სამი ტილკმლავა [[ჯვარი]]. ჩრდილოეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, შემორჩენილია წარწერიანი ქვა (წარწერა დაზიანებულია და ვერ იკითხება). ამავე შესასვლელის მარცხნივ, წყობაში ჩასმულ ქვაზე გამოსახულია ნადირობის სცენა.
 
ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
==ლიტერატურა==
{{სძა|5|179-180}}
==სქოლიო==
 
{{სქოლიო}}
 
{{თარგი:კასპის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}