იშხნის საწინამძღვრო ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
ჯვარის წარწერები ცნობილია ბროსეს დროდან და მას თარიღი ჯვარისა ჯეროვნად აქვს ნაჩვენები<ref>Rapp .IX,p. 35-36</ref>. წარწერებს იმეორებენ თ. ჟორდანია<ref>ქრონიკები, 1, გვ. 91-92</ref> და ა. ხახანაშვილი <ref>მატერ. X, დამატება, გვ. 32-33</ref>. უკანასკნელი წარწერის თარიღს „რჟგ“ შეცდომით უფარდებს 1033 წელს და არა 973 წელს, როგორც ნამდვილშია. გრაფინია უვაროვისა იმავე გამოცემაში (გვ. 90) იმავე ქორონიკონს მე-14 მოქცევისად ხადის და ჯვარის გაჭედას 1505 წელს მიაწერს. თაყაიშვილის ექსპედიციისას ჯვრის ფოტოები (№16787-16788) დიმიტრი ერმაკოვმა შეასრულა. ჯვარი პირვანდელი სახით ამჟამად აღარ არსებობს. ის გაძარცვულია. პროფესორი გ. ჩუბინაშვილი ამის შესახებ თავის სტატიაში სწერს: „1930 წ. 10 ივლისს, ღამით გასტეხეს და გაძარცვეს ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი, დაარსებული ამ რამოდენიმე წლის წინათ ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მეცნიერების კაბინეტთან. ჩვენი ძველი ხელოვნების დაზარალებულ სხვა ძეგლთა შორის, როგორც ჩანს, სამუდამოდ დაიღუპა ამ წერილის სათაურში დასახელებული, 973 წლით დათარიღებული, განსაცვივრებელი ძეგლი ოქრომჭედლური ხელოვნებისა. ვამბობ: „როგორც ჩანს სამუდამოდ დაიღუპა“, რადგან გაძარცვის შემდეგ – მიუხედავად ენერგიული გამოძიებისა – აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ძეგლის საცოდავი ნამტვრევები, რომელთა სურათები ქვემოთ იქნება მოყვანილი“<ref>„საქართველოს მუზეუმის მოამბე“, VI, გვ.297</ref>. გ. ჩუბინაშვილის სტატიაში სრულიად მოყვანილია წარწერებიც.
 
ჯვარი შესდგება ორი ნაწილისაგან, თვით ჯვარისაგან და ხეტარისაგან, რომელზედაც თავის სახელურით ჯვარი გამაგრებულია. ხეტარი შევერცხლილია და შემკობილი სამი ბურთით და ცილინდრული რგოლით. ბურთები მოჩუქურთმებულია. ხეტარი გაუკეთებია ცაგერელ მიტროპოლიტს სოფრომს, რაც მტკიცდება მხედრულის წარწერით: „ქ. ამ ჯვარის მადლო შე~წიე სოფრ~მს ცაგერელ მიტროპოლიტს“. ეს ის მიტროპოლიტია, რომელსაც გაუკეთებია 1786 წელს ცაგერის ტაძრის კანკელი. თვით ჯვარი ვერცხლისა, ოქროთ დაფერილი, 51X36,5 სანტ., ნაჭედი, ერთობ მდიდრულად შემკობილია პალმეტებით, როზეტებით ანუ მედალიონებით ძვირფასი ქვებითურთ შიგნით, და გამშვენებულია ოქროთი დაფერვით, სევადით, გრავიურით და ჭედვით და სხვა და სხვა სახეებით. წინა პირზე, შუაში, განსაკუთრებულ უბრალო ჯვარზე ჯვარცმულია გამოსახული სულ სადათ, საზოგადო კონტურით, უმოძრაოდ; თავზე ჯვარცმულისა ჯვარის მსგავსი ფიცარია ასომთავრული წარწერით: ესე / იჳ/ მ-ფჱ/ ჰრ-თჲ. ჯვარის ჰორიზონტალური მკლავის ქემოდ აგრეთვე ასომთავრულით: იშხნ~სთ~ს ი~ლნ შ~ქმნა ვინ გმ~ ჴს შ~მცაჩ~ნბ~ლ არს – იშხნისთჳს ილარიონ შექმნა. ვინ გამოაჴუას, შემცაჩვენებულ არს. ბოლოში გაფართოებული ჯვარის მკლავები თავდება წვეტებით და წვეტებზე ლამაზ ნახელავი პალმეტებია. პალმეტები ცალკეა დამზადებული და შემდეგ შეერთებული წვეტებთან. ოთხი მათგანი მოცილებულია ჯვარს და შეკვეთების დროს ტლანქად მიუკრავთ, რაც აშკარად სჩანს სურათზედაც. ჯვარის ქვემო მკლავს პალმეტები არ ჰქონია; ყველა მკლავები ჯვარისა შემკობილი ყოფილა საუცხოვო ნახელავი როზეტებით სხვა და სხვა ფორმისა. როზეტები შემკობილია ძვირფასი ქვებით და მარგალიტის მძივებით შიგნით და გარედ, ზოგჯერ ორმაგით. სულ ეხლა 13 როზეტი მოსჩანს: ხუთი ზემო მკლავზე და ოთხ-ოთხი მარჯვენა და მარცხენა მკლავებზე; ძვირფას ქვებთა შორის ერთი დიდი ჯვარცმულის წარწერის ზემოდ ამეთვისტოა; სხვები საფირონებია და ზურმუხტები, ბუდეებში ჩასმულნი. ჯვარცმულის ფიცრის ქვემოდ როზეტი არ შენახულა და აქ შემდეგ, ალბად შეკეთების დროს, უშნოდ ჩაუსვამთ სამი ქვა, ორი ზურმუხტი და ერთი ლალი. ამ ადგილას ჯვარი გატეხილი ყოფილა და შეკეთების დროს გაუმაგრებიათ ორი ვეერტიკალური ლითონის ზოლით და ამას ქვემოდ მოთავსებულია ასომთავრული წარწერა შემკეთებლისა: ჩ~ნ : მე ჩუენ მე~ ფეთ მეფ ფეთ მეფე~ ემნ : პატრონმ~ნ : ემან, პატრონმან გ~ი : მეორედ : გვკ გიორგი, მეორედ გავაკ~ ეთედ : ჯ~რი : ესე : წ~რ ეთედ ჯუარი ესე წარ~ ს~მრთებელდ: მეფო სამართებლად მეფო~ ბისა : ჩენისათვის : დ ბისა ჩუენისათვის და ც~დვთა : ჩნთ ცოდვათა ჩუენთ~ ა : შესნდო ა შესანდო~ ბელად : ბელად. ა~ნ. ამინ. ამ წარწერაში მოხსენებული მეფე გიორგი უნდა იყოს იმერეთის მეფე გიორგი მესამე (1605-1633). ზურგს ჯვარისა ამშვენებს ჩამოსხმული ლითონის ჯვარი, რომელიც ერთ და იმავე დროს ამაგრებს მთელს ჯვარს და მასთან მის დამაშვენებელ სამკაულსაც შეადგენს თავის სილამაზით და წვეტებიანის ბოლოებით. თავისუფალი არეს მორთულობა აქაც იმ სახის და ფორმის არის, როგორც წინა პირზე. ჰორიზონტალურ ნაწილზე ჯვარისა მოიპოვება ასომთავრული წარწერა. ზემოდ: ქ. ძელო ცხ~რბსო წ~ნმძღ~რ და მფარვ~ლ ექმ~ნ ილ~ნ ებკპ~სა ქვემოდ: ქ~ე ად~ნ მფ~ნ ჩ~ნი და ერი მ~თი დაიფ~რე :. კიდეებში ამავე ნაწილისა ვერტიკალურად სწერია: მარცხნივ: ქ~რ /ონ /იკ /ო /ნი :. მარჯვნივ: ი /ყო /რ~: /ჟ~ : / გ~: უქარაგმოდ: ქ. ძელო ცხორებისაო, წინამძღუარ და მფარველ ექმენ ილარიონ ებისკოპოსსა. ქრისტე, ადიდენ მეფენი ჩუენნი და ერი მათი დაიფარე. ქორონიკონი იყო რჟბ (=973). თ. ჟორდანია აქცევს ყურადღებას, რომ მეორე წარწერაში არც ერთი მეფის სახელი არ არის მოხსენებული, არამედ საზოგადოთ ნათქვამია „ქრისტე ადიდენ მეფენი ჩვენი და ერი მათი დაიფარე“. ამის მიზეზად თ. ჟორდანია იმას ხდის, რომ იმ დროს (973წ.) არეულობა იყო (აბხაზეთის სამეფოში) ტახტის მაძიებელთა შორის დემეტრე და თეოდოსისა და არც ერთი მათგანი ყველასაგან მეფედ აღიარებული არ ყოფილა<ref>„ქრონიკები“, 1, გვ. 91</ref>. ეს მსჯელობა მცდარია. ჩვენი ჯვარი იშხანის ეკლესიისათვის არის გაკეთებული ტაო-კლარჯეთში და წარწერა იხსენიებს ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს და არა აფხაზეთის მეფეებს. აფხაზეთი მაშინ ცალკე სახელწიფოს შეადგენდა. ტაო-კლარჯეთი საერთო მფლობელობას წარმოადგენდა ბაგრატიონებისა და სხვა წარწერებშიაც საერთოდ იხსენიებიან „მეფენი ჩვენნი“, როგორც მაგალითად ოშკის წარწერებში. შუა ნაწილი მთელი ჯვარის მკლავისა დაფარული იყო ჩემს დროს, როგორც ეს ფოტო-სურათზე სჩანს, ფირფიტით, გატეხილი ჯვარის გასამაგრებლად და ამ ფირფიტას დაფარული ჰქონდა სხვა ასომთავრული წარწერები, რომელთა მხოლოდ კიდური ასოები მოჩანდა. ეხლა ჯვარის განადგურების შემდეგ, ნატეხებიდან ფირფიტა აუძვრიათ და გამოჩენილა ორი მერმინდელი წარწერა (მოგვყას ქარაგმების გახსნით): პირველი: „სერაპიონ ცაგერელსა, აბაშიძესა, შეუნდოს ღმერთმან, ამინ“. მეორე: „ნიკოლოზ ცაგერელსა, კუჭიძესა, შეუნდოს ღმერთმან, ამინ“. როგორც ირკვევა, ეს პირნი მე-17 საუკ. მოღვაწენი არიან (იხ. <ref>იგივე გ. ჩუბინაშვილის სტატია, გვ. 290; </ref><ref>ს. კაკაბაძე, საცაგერელოს გამოსავალის დავთარი, თბილისი, 1914, გვ. 9-10;</ref><ref>ს. მისივეკაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საბუთები, №1, გვ. 73)</ref>. ბოლოს უნდა შევნიშნოთ, რომ ჯვარი უნდა გამოიცეს იმ სახით, როგორც ჩვენ გვაქვს გადმოღებული. შემოკლებული სურათები ჩვენი ფოტოგრაფიებიდან, გ. ჩუბინაშვილის სტატიაში, არ არის დამაკმაყოფილებელი.”თებია ცაგერელ მიტროპოლიტს სოფრომს, რაც
 
== ლიტერატურა ==