მესალინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ვალერია მესალინა''' ({{lang-la|Valeria Messalina}}; დ. [[25 იანვარი]], [[17]] ან [[20]] – გ. [[48]]) — [[ძველი რომი|ძველი რომაელი]] არისტოკრატი ქალი, [[რომის იმპერია|რომის იმპერატორ]] [[კლავდიუსი]]ს ნათესავი და მესამე ცოლი. სარგებლობდა დიდი გავლენითა და ძალაუფლებით, ასევე ვერაგი და მეტად გარყვნილი ქალის რეპუტაციით. ბრალი დასდეს ქმრის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში და სიკვდილით დასაჯეს. მესალინა ცუდი ყოფაქცევის ქალის ზოგად სახელად იქცა, თუმცა, შესაძლოა, მისი ასეთი რეპუტაცია რომაელი ავტორების მიერ პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასების შედეგი იყოს.
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Messalinaandbritannicus.jpg|მინი|მესალინა და მისი ვაჟი ბრიტანიკუსი (ლუვრი, პარიზი)]]
მესალინა იყო კონსულ მარკუს ვალერიუს მესალა ბარბატუსისა და მისი ბიძაშვილის, დორმიცია ლეპიდა უმცროსის ქალიშვილი. როგორც დედის, ისე მამის მხრიდან მესალინა იყო [[ავგუსტუსი]]ს დის ოქტავიას შთამომავალი. ასევე ენათესავებოდა [[კალიგულა]]ს, კლავდიუსს და [[ნერონი|ნერონს]]. კლავდიუსს ის ცოლად 18-20 წლის ასაკში, 38 წელს გაჰყვა. ქორწინებამდე მესალინას შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. კლავდიუსს და მესალინას ორი შვილი ჰყავდათ: ქალიშვილი კლავდია ოქტავია (39/40–62), იმპერატორ ნერონის მომავალი მეუღლე, და ვაჟიშვილი ბრიტანიკუსი (41–51).<ref name="Ancient">Wasson, D. L. (2013, July 16).[https://www.ancient.eu/Valeria_Messalina/ Valeria Messalina]. ''Ancient History Encyclopedia''. ნანახია 19 თებერვალი, 2020.</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესალინა“-დან