მორის რაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.41.251-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა იაკობ მახარაძე-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Maurice Ravel 1912.jpg|მინი|მარჯვნივ|მორის რაველი, 1912]]
'''მორის ჟოზეფ რაველი''' ({{lang-fr|Joseph Maurice Ravel}}; დ. [[7 მარტი]], [[1875]] [[სიბური]], [[ატლანტიკისატლანტური პირინეები]] — გ. [[28 დეკემბერი]], [[1937]], [[პარიზი]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] [[კომპოზიტორი]], [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]]ს საპატიო დოქტორი (1929). დაამთავრა [[პარიზის კონსერვატორია]]. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში შექმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები („პავანა ინფანტის გარდაცვალებაზე“ ფორტეპიანოსათვის (1899)). თავის შემოქმედებაში ავითარებდა [[იმპრესიონიზმი]]ს პრინციპებს. ამ მხრივ აღსანიშნავია საფორტეპიანო ნაწარმოებები: „წელის თამაში“ (1901), „ანარეკლები“ (1905), „ღამის გასპარი“ (1908), აგრეთვე ბალეტი „დაფნისი და ქლოე“ (ლიბრეტო მ. ფოკინისა (1911), დაიდგა პარიზში (1912)). რაველის მუსიკაში აისახა ესპანური მელოდიკა და რიტმი (საორკესტრო „ესპანური რაპსოდია“ (1907); კომედიური ოპერა „ესპანური საათი“ (1907, დაიდგა 1911 წელს, პარიზში); („[[ბოლერო (რაველი)|ბოლერო]]“ ორკესტრისათვის (1928), და სხვ.)). რაველს იტაცებდა აგრეთვე ძველებური და თანამედროვე ცეკვები, ჯაზური რიტმები („კეთილშობილი და სენტიმენტალური ვალსები“ ფორტეპიანოსათვის (1911); ოპერა „ბავშვი და ჯადოქრობა“ (1925, [[მონტე-კარლო]]); ქორეოგრაფიული ოპერა „ვალსი“ (1920) და სხვ.)
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს (1914-18) დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა საფორტეპიანო სიუიტა „კუპერენის აკლდამა“ (1917). იყო აგრეთვე პიანისტი და დირიჟორი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორის_რაველი“-დან