კეიტ მალგრიუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
კეიტ მალგრიუ ტელე-ეკრანებზე პირველად [[1975]] წელს, სერიალ „დიდებულების ფართო სამყაროში“ შესრულებული სიუზენის როლით გამოჩნდა. მის ამ შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც იგი ზედიზედ რამდენიმე როლზე დაამტკიცეს. [[1981]] წელს იგი პირველად გადაიღეს ფილმში „სიყვარულის მართლწერა“, სადაც შესრულებულმა სიუზენის როლმა ასევე დიდი აღიარება მოუტანა.
 
[[1995]]-[[2001]], [[1999]] და [[2002]] წლებში იგი მონაწილეობდა ფილმების სერიაში [[ვარსკვლავური გზა|„ვარსკვლავური გზა“]], რომლებშიც კათრინ ჯენიუეის განასახიერებდა. იგი ამ ფილმის სამ ნაწილში: [[ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი|„ვოიაჯერსა“]] და [[ვარსკვლავური გზა: შურისგება|„შურისგებაში“]] მონაწილეობდა. ამ როლმა მას დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა [[სამეცნიერო ფანტასტიკა|სამეცნიერო ფანტასტიკის]] მოყვარულთა შორის. ამავე პერიოდში მან [[ბეტმენი: ანიმაციური სერიალი|„ბეტმენი: ანიმაციური სერიალის“]] ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა.
 
კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა გალინა რეზნიკოვას, იგივე „წითურის“ როლმა [[Netflix]]-ის სერიალში „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ (2013-2019).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეიტ_მალგრიუ“-დან