კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.172.139.141-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 7:
 
==ისტორია==
კარტოგრაფია, როგორც სამეცნიერო დარგი, [[XVIII საუკუნე]]ში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ფესვები შორეულ წარწულსწარსულს განეკუთვნება. [[აღორძინების ეპოქა]]ში (XV საუკუნის მეორე ნახევარი, XVI საუკუნე) კარტოგრაფია [[კლავდიუს პტოლომე]]ს გეოგრაფიული და ასტრონომიული წარმოდგენების საფუძველზე ვითარდებოდა. მაშინდელ გეოგრაფიულ გამოცემებში (პტოლომეს „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ 8 წიგნად, XVI-XVII საუკუნეების ჰოლანდიური ატლასები) ტექსტური წერილობითი მასალა და რუკები ერთად იყო წარმოდგენილი, ერთმანეთს ავსებდნენ და მონაცვლეობდნენ; ზღვაოსნობისათვის საჭირო ზოგი რუკა კი ცალკე იბეჭდებოდა.
 
XVIII საუკუნის დასაწყისი აღინიშნა ჰოლანდიელი ასტრონომისა და მათემატიკოსის — [[ვილლებრორდ სნელიუსი]]ს მიერ [[ტრიანგულაცია|ტრიანგულაციის]] მეთოდის დამკვიდრებით, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის, ჩამოყალიბებას. მართლაც XVIII საუკუნე გარდატეხის ხანაა მსოფლიო კარტოგრაფიის განვითარებაში. ამ მხრივ გამოირჩეოდა [[საფრანგეთი]], რომელსაც კარტოგრაფიის განვითარების დონით, მთელი საუკუნის მანძილზე [[ევროპა]]ში წამყვანი ადგილი ეკავა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან