დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
87.253.50.0-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 72:
დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ ლიპარიტი, რომელსაც ეპყრა თრიალეთი, კლდეკარი და მისი მიმდგომი ქვეყანა, ერთხანს ერთგულებდა დავითს. როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო მომხდური მტრის განდევნის სურვილი, რომ დიდგვაროვანი ფეოდალები ახალგაზრდა მეფეს ამოუდგნენ მხარში. ლიპარიტთან ერთად ჩვენ ვხედავთ ნიანია კახაბერისძესა და აზნაურებს, რომლებიც თანდათან შემოიკრიბენ საქართველოს სამეფო კარის გარშემო, მაგრამ როგორც ჩანს ეს მშვიდობიანობა და შეთანხმებული საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=364}}{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=24}}
 
ლიპარიტის განდგომა ბაღვაშებისა და საქართველოს მეფეთა შორის საუკუნოვანი ბრძოლის გაგრძელებას მოასწავებდა. წინა პერიოდში ეს ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ზოგჯერ საქართველოს მეფეები იძულებულნი იყვნენ დათმობაზე წასულიყვნენ და გარკვეულ კონკრეტულ ვითარებაში კლდეკარის ერისთავების უპირატესობა ნებით თუ უნებლიეთ ეღიარებინათ, მაგრამ დავითიდავით ყველადავით წინამორბედისაგანაღმაშენებელი არსებითად ეს არის უნიკალური შემთხვევა და რომ არა მისი დებილი შვილი ახლა საქართველო ფეხზე იქნებოდა განსხვავებული მეფე და პიროვნება იყო. იგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და დასახული მიზნის თანამიმდევრული, ენერგიული გამტარებელი იყო. იგი ვერ დაუშვებდა გაორგულებული ვასალის თავკერძობას.
პროგრესის გზაზე დამდგარი სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე ქვეყნის გაერთიანება-გაძლიერების მოწინააღმდეგეც იყო, ასეთად მიიჩნია დავითმა ლიპარიტი.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=24}} მეფემ თავგასული ქვეშევრდომის „''ინება გაწურთა''“ და შეიპყრო იგი. ლიპარიტმა მოინანია ცოდვა და მეფემაც ამ მონანიების შემდეგ „''მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ''“ გაათავისუფლა და ყველა მისი უფლება შეუცვლელად ცნო. ლიპარიტის განთავისუფლება 1093 წელსვე უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, ლიპარიტმა თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავითი დარწმუნდა, რომ ლიპარიტის მორჯულება ისევე არ შეიძლებოდა „''რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს''“ და კვლავ შეიპყრო 1094 წელს. 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გააძევა სადაც გარდაიცვალა კიდეც.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=365}}{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=24}}{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=15}}
[[ფაილი:Kldekari fortress 1.JPG|მინიატიურა|მარჯვნივ|კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები]]