ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 142:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის [[სამტრედია]]-[[ბათუმი]]ს სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ასევე [[ნატანები]]-[[ოზურგეთი]]ს რკინიგზის ხაზი. არის რამდენიმე რკინიგზის სადგური და ბაქანი ([[ურეკი|ურეკში]], [[ქვემო ნატანები|ქვემო ნატანებში]], [[მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|მერიაში]]. სარკინიგზო მიმოსვლაა ქალაქ ოზურგეთიდან [[თბილისი]]სა და [[ბათუმი]]ს მიმართულებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების - [[საჯავახო]]-[[ჩოხატაური]]-[[ოზურგეთი]]-[[ქობულეთი]], [[ნატანები]]-[[ოზურგეთი]]სა და [[ოზურგეთი]]-[[ლესა]]-[[ნინოშვილი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)|ნინოშვილის]] მონაკვეთები.
 
==კულტურა==
==საზოგადოება ==
 
მუნიციპალიტეტში არის 44 [[სკოლა]], სამუსიკო და სპორტული სკოლები, ერთი პროფესიული კოლეჯი<sup>[https://collegehorizonti.wordpress.com/ პროფესიული კოლეჯი ჰორიზონტი]</sup>, 43 საბავშვო ბაღი, 6 [[ბიბლიოთეკა]], [[ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი|სახვითი ხელოვნების ცენტრი]] და 4 [[მუზეუმი]]: [[ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი]], ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი,<ref>[http://heritagesites.ge/?lang=geo&page=270 გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი]</ref> [[დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი]] და [[ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი]]. გამოდის ორი ადგილობრივი გაზეთი და მოქმედებს ადგილობრივი ტელევიზია [[გურია (ტელეკომპანია)|„გურია“]].
 
მოსახლეობის უმრავლესობა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი ქრისტიანია]]. 10%-ს შეადგენენ [[ისლამი|მუსლიმები]]. მოქმედდებს 4 [[მეჩეთი]], მათ შორის ორი [[მედრესე]]თი.
 
==ღირსშესანიშნაობანი==