ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
===რელიეფი===
მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთას, რომელიც აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით, ანდეზიტური განფენებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით.ამ სუბსტრატზე განვითარებულია ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფი. გაბატონებულია V-ებრი [[ეროზია|ეროზიული]] ხეობები და მათ შორის მოქცეულია ქედები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმაღლესი ადგილები მისი საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანზეა. აქ არის უმაღლესი მწევრვალები: მთა [[საყორნია]] (2752 მ.) და [[გუნიისთავი]] (2132 მ.). მუნიციპალიტეტის ტერიტორიი შუა წელში გავრცელებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით და კონგლომერატებით აგებულ ნაოჭა სუბსტრატზე ჩამოყალიბებული მეოთხეული (ჩაუდური) ტერასებიანი სერები და ძლიერ დანაწევრებული გორაკ-ბორცვები. მათ შორის მდინარეებისპირა ალუვიური ვაკე-დაბლობებია მოქცეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი უჭირავს შავიზღვისპირა მეოთხეულ აკუმულაციურ ვაკე-დაბლობებს, რომლებსაც სანაპიროს გასწვრივ გასდევს ქვიშიანი დიუნების ზოლი.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია შავმიწა-ალუვიური ნიადაგები და ეწერმიწა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია ფწითელმიწა ნიადაგები. მდინარეების, ნატანებისა და ბჟუჟის ტერასებზე განვითარებულია ალუვიური მეორადი წარმოშობის წითელმიწა ნიადაგები, ხოლო ზღვისპირა ზოლში ჭაობიანი ეწერ-ლებიანი ნიადაგები.
 
===წიაღისეული===
Line 37 ⟶ 35:
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია მინერალური წყაროებით: ციხისუბნის (მთისპირის), გომის, შემოქმედის, ბახვის, მერიის , ძიმითისა და თხინვალის, ოზურგეთის. მათი ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ. [[ნასაკირალი]]ს მინერალურ წყლებზე ფუნქციონირებდა [[კურორტი]].
 
===ნიადაგები===
მუნიციპალიტეტის ალუვიურ დაბლობებზე ეწერ-ლებიანი, ჭაობის ლამიანი და სუსტი ეწერი და ალუვიური უკარბონატონიადაგებია. გორაკ-ბორცვებზე წითელმიწა და ყვითელმიწებია განვითარებული, მთების შუა და ქვემო კათებზე მთის ტყეთა საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებია, რომლებსაც ზემოთ მთის ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგები ცვლის. მთა-მდელოს ზონაში კორდიანი, კორდიან-ტორფიანი და მცირე სისქის პრიმიტიული ნიადაგებია. ციცაბო კალთებზე გვხვდება სუსტად განვითარებული და ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგი.
 
===ფლორა და ფაუნა===