ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
 
===რელიეფი===
მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთას, რომელიც აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით, ანდეზიტური განფენებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით.ამ სუბსტრატზე განვითარებულია ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფი. გაბატონებულია V-ებრი [[ეროზია|ეროზიული]] ხეობები და მათ შორის მოქცეულია ქედები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმაღლესი ადგილები მისი საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანზეა. აქ არის უმაღლესი მწევრვალები: მთა [[საყორნია]] (2752 მ.) და [[გუნიისთავი]] (2132 მ.). მუნიციპალიტეტის ტერიტორიი შუა წელში გავრცელებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით და კონგლომერატებით აგებულ ნაოჭა სუბსტრატზე ჩამოყალიბებული მეოთხეული (ჩაუდური) ტერასებიანი სერები და ძლიერ დანაწევრებული გორაკ-ბორცვები. მათ შორის მდინარეებისპირა ალუვიური ვაკე-დაბლობებია მოქცეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი უჭირავს შავიზღვისპირა მეოთხეულ აკუმულაციურ ვაკე-დაბლობებს, რომლებსაც სანაპიროს გასწვრივ გასდევს ქვიშიანი დიუნების ზოლი.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია შავმიწა-ალუვიური ნიადაგები და ეწერმიწა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია ფწითელმიწა ნიადაგები. მდინარეების, ნატანებისა და ბჟუჟის ტერასებზე განვითარებულია ალუვიური მეორადი წარმოშობის წითელმიწა ნიადაგები, ხოლო ზღვისპირა ზოლში ჭაობიანი ეწერ-ლებიანი ნიადაგები.
ხაზი 27:
მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაღარულია მდინარეებითა და ხეობებით, ისინი დასავლეთით მიედინებიან და ეკუთვნიან შავ ზღვის აუზს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოივლის მდინარე [[სუფსა]] (20 კილომეტრამდე), რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე ერთვის მდინარე [[ბახვისწყალი]]. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა [[ნატანები]] მისი შენაკადებით: [[ბჟუჟი]], [[ჩოლოქი]], [[ბოგილა]] და სხვა. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ ლანქერებით, წვიმებით, ნიადაგის წყლითა და წყაროებით. ზღვის შესართავთან ისინი ხელს უწყობენ დაბლობის დაჭაობებას. მდინარე [[ჩოლოქი]] მუნიციპალიტეტს გამოჰყოფს [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიისგან. მდინარეები მდიდარია თევზით. გვხვდება [[კალმახი]], [[წვერა]], [[ორაგული]], [[ღორჯო]].
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმაღლესი ადგილები მისი საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანზეა. აქ არის უმაღლესი მწევრვალები: მთა [[საყორნია]] (2756 მ.) და [[გუნიისთავი]] (2132 მ.). მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ვაკეა, რაც მდინარე [[ნატანები]]ს ჭალებს წარმოადგენს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 20 მეტრია. ამ ვაკის ჩრდილოეთით მდებარეობს [[გურიის სერი]]ს სამხრეთ-დასავლეთი დაბოლოება, სადაც ზღვის დონიდან სიმაღლე საშუალოდ 120 მეტრია. აქ მდებარეობს იაკობის მთა [[წვერმაღალა]]სთან, რომლის სიმაღლე 145 მეტრია.
===ჰავა===
ჰავა ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. ტენიანობას განაპირობებს შავი ზღვის საიხლოვე და აღმოსავლეთიდან გარშემორტყმული მაღალი ქედები. ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია ზაფხულში. ნალექების საშუალო წლიური ოდენობა შეადგენს 2100–2800 მმ.-ს. ნალექების მაქსიმუმი სექტემბერში მოდის, მინიმუმი მაისში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5°C-დან -4°C-მდე, ყველაზე ცივი თვეა იანვარი (+5°C-დან -5°C-მდე), ხოლო ყველაზე თბილი აგვისტო (+23°C-დან +13°C-მდე). აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურაა -17°C-18°C (ზღვისპირა დაბლობი) და -30-32°C (მაღალ მთებში). აბსოლუტური მაქსიმუმი 31-41°C შორის მერყეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის დამახასიათებელია სეზონური ქარები: ზამთარში ქრის სამხრეთ-აღმოსავლეთის, ხოლო ზაფხულში დასავლეთის ქარები. ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს 3,2 მ/წმ. ზამთარსა და გაზაფხულზე იცის [[ფიონი|ფიონები]], თუმცა მათ ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე [[დასავლეთ საქართველო]]ს სხვა მხარეებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია 5–6 ბალიან ზონაში მიწისძვრების საშიშროების თვალსაზრისით.