სიმონ ესაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
სამეცნიერო მოღვაწეობა ს. ესაძემ დაიწყო გასული საუკუნის მიწურულს. 1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი“. შემდეგ მეცნიერმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ“, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება“, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩაჩნეთსა და დაღესტანში“, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული“.
 
ესაძე იყო [[ქართული კინო|ქართული დოკუმენტური კინოს]] ერთ-ერთი პიონერი. 1908-1909 წლებში შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1915 წელს გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ. [[1913]] წელს ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა მისი სცენარითა და მონაწილეობით შექმნილი ფილმი „ღუნიბის აღება“<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9915 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა],</ref> რომელიც გადაიღეს კინომრეწველებმა ტალდიკინმა და დრაკნოვმა. 1915 წელს ესაძეს მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე. მან გადაიღო ფილმები „არზრუმის დაცემა“, „ტრაპეზუნდის აღება“, „დაპყრობილი თურქული ქალაქები“. ესაძე თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას. ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია [[1921]] წელს.
 
ესაძე მეგობრობდა [[ლევ ტოლსტოი]]სთან. მან ტოლსტოის „ჰაჯი მურატზე“ მუშაობისას გაუგზავნა თავისი ხელით ამონაწერი საარქივო მასალა, რისთვისაც მიიღო მწერლის ავტოგრაფიანი თხზულებათა კრებული. ესაძე აპირებდა ფილმის გადაღებას ჰაჯი მურატის შესახებ, მაგრამ ვერ მოახერხა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ესაძე“-დან