ჩიჯავაძეთა სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ჩიჯავაძეთა სათავადოს საზღვარი დასავლეთით [[საჯავახო]]მდე აღწევდა, აღმოსავლეთით – [[კორისწყალი|კორისწყლამდე]], ჩრდილოეთით მდინარე [[რიონი|რიონამდე]] და სამხრეთით – [[ახალციხე]]მდე. უკანასკნელისაგან საჩიჯავაძეოს ჰყოფდა საძოვარი მთები: ლამაზ მთა, საბუღრაო და სხვა.
 
ჩიჯავაძეების სათავადოში, მთლიანად თუ ნაწილობრივ, შემდეგი სოფლები შედიოდა: 1. [[დაფნარი]], 2. [[დაბლა გომი]], 3. [[გომ-მუხაყრუა]], 4. [[მთისძირი]], 5. [[შუამთა]], 6. [[ვანი|სებეკა]], 7. [[ციხესულორი]], 8. [[ვანი]], 9. [[სალხინო]], 10. [[ტობანიერი]], 11 [[დიხაშხო]] (ნაწილობრივ), 12. [[საპრასია]], 13. [[ისრითი]], 14. [[დვალიშვილები (სოფელი)|დვალიშვილები]] (ნაწილობრივ), 15. [[ზენობანი]], 16. [[ციხისუბანი]] (ნაწილობრივ), 17. [[გადიდი]], 18. [[ბზვანი]] (ნაწილობრივ), 19. [[ინაშაური]] (ნაწილობრივ), 20. [[ყუმური]] (საპაიჭაო), 21. [[საყულია]] (ნაწილობრივ), 22. [[ონჯოხეთი]]. ასევე ჩიჯავაძეები ადგილ–მამულებს ფლობდნენ შემდეგ სოფლებში: [[ჭყვიში]], მუღრუნეთი, მაჭარეული, [[ამაღლება]], [[ბჟღოლნარი]] და [[ზამთაროული]].
 
ჩიჯავაძეების რეზიდენცია სებეკაში[[საბეკა|საბეკაში]] იყო. აქ იჯდა სათავადოს უფროსი. აქ ჰქონდა მას სასახლე, ციხე სიმაგრე და კარის ეკლესია. სასახლე აგებული იყო მაღალ გორაზე, მდინარე სულორ[[სულორი (მდინარე)|სულორის]] რიონის შესართავთან ახლოს და გადაყურებდა ამ მდინარეთა ხეობას. ჩიჯავაძეთა სახლიკაცები განლაგებული იყვნენ ვანს, ჭინჭველაურს („ბზვანისბზვანის თავზე“თავზე), ისრითსა და ამაღლებაში. საბეკას ციხის გარდა, ჩიჯავაძეები ფლობდნენ აგრეთვე [[ციხესულორი|ციხესულორის]], ქვედა ვანის და საპაიჭაოს (ყუმურის) ციხე სიმაგრეებს.
 
საგვარეულო სასაფლაო ჰქონდათ ვანის ეკლესიაში, რომელიც [[მიქაელ მთავარანგელოზი|მთავარანგელოზ მიქაელის]] სახელზე იყო აშენებული. ეს ძველი ეკლესია, რომელიც საჩინოში ჩიჯავაძეების დამკვიდრებამდე იყო აგებული, ამ საგვარეულომ თავის სამარხად გაისაკუთრა. ჩიჯავაძეებმა მას ჩრდილოეთით ეკვდერი მიაშენეს, სადაც „ყოფილა დახატული მაშენებელი ეკვდრისა და სხვა პირნიც ჩიჯავაძეების გვარისა, მაგრამ მათი წარწერები აღარ ჩანან“. ეს ეკვდერი იყო ჩიჯავაძეების საძვალე.
 
ჩიჯავაძეები ერმრავალი ფეოდალები იყვნენ. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობით, საჩინოს მხარეში, რომელიც ჩიჯავაძეებს ეკუთვნოდათ, 1000 კომლი ითვლებოდა. აქედან თუნდაც 200-300 კომლი მეფის, ეკლესიისა და სხვა მფლობელთა ყმებად რომ მივიჩნიოთ, ჩიჯავაძეების ყმათა რიცხვი მაინც საკმაოდ დიდი – 700–800 კომლი რჩება.
 
ჩიჯავაძეთა ყმა–გლეხები იყვნენ: ნიკოლეიშვილები, ტყეშელაშვილები, ხუხუშვილები, მჟავანაძეები, ნიკოლაძეები, აბრამიძეები, ჯულაყიძეები, მხეიძეები, გურგენაძეები, ქამუშაძეები, ცხადაშვილები, ნამიჭეიშვილები, [[გიორგაძეები]], ბაღდავაძეები, მორჩილაძეები, ჩხირაძეები, გოგაძეები, კორძაძეები, [[ჩუბინიძეები]], ბურკაძეები, მახარაძეები, კალმახელიძეები, ხატისკაცები, [[გაბუნიები]], ფანცულაიები, ცხადაშვილები, ნიკოლეიშვილები, ტყეშელაშვილები, ხუხუშვილები, ნამიჭეიშვილები და სხვა.
 
ჩიჯავაძეების აზნაურები იყვნენ: ზაალიშვილები[[ლორთქიფანიძეები]], ფარემუზაშვილები, მაკარაძეები[[ახვლედიანები]], გოგორიშვილები, რატიძეები, [[ჩხეიძეები]], ლორთქიფანიძეებისანადირაძეები, შათირიშვილებიჟვანიები, ახვლედიანები (ვანის)მაკარაძეები, ჩახუნაშვილები, სანადირაძეებიშათირიშვილები, ჟვანიებიზაალიშვილები, ფარემუზაშვილები და სხვა.
 
ჩიჯავაძეთა სათავადოს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა მოპოვებული. 1810 წლის ცნობით, საჩინოს მთელი მოსახლეობიდან, რომელიც, 18 საუკუნის მეორე ნახევარში 1000 კომლს უდრიდა, სამეფო საურს იხდიდა მხოლოდ 10 კომლი, საუდიეროს – 20 კომლი.
ხაზი 30:
 
==ისტორია==
მე-16 საუკუნის მიწურულს ჩიჯავაძეები აქტიურად მონაწილეობენ იმ ბრძოლაში, რომელიც [[როსტომი (იმერეთის მეფე)|როსტომ იმერთა მეფესა]] და მის წინააღმდეგ ამხედრებულ [[გიორგი II გურიელი|გიორგი II გურიელს]] შორის წარმოებს. ამ ბრძოლაში ერთი ჩიჯავაძე როსტომის მხარეზე ჩანს, მეორე – გურიელის და მის მიერ იმერეთის ტახტის პრეტენდენტად წამოყენებულ ბაგრატ თაიმურაზის ძისა. როცა გურიელმა გაიმარჯვა, მეფესთან ერთად მისი მომხრე ჩიჯავაძეც განდევნა და სათავადოს უფროსად „სხუა ჩიჯავაძე“ დასვა. არ ვიცით რა დღე დაადგა გურიელის მომხრე ჩიჯავაძეს, როცა 1590 წელს როსტომმა ტახტი დაიბრუნა.
 
ამ ორი ჩიჯავაძედან შეილება ერთი იყოს ის საზვერელი ჩიჯავაძე, რომელსაც მე-17 საუკუნის დამდეგს ვხედავთ. ეს ის დროა, როცა ბადურ არაგვის ერისთავს ერისთავობას ეცილება მისი ძმა ზურაბი. უკანასკნელისაგან ქართლიდან გამოდევნილი ბაადური თავის ოჯახით საზვერელ ჩიჯავაძემ შეიფარა. მაგრამ იგი ბაადურის ცოლს „ეტრფიალა“, მოკლა ერისთავი და ქალი თვითონ შეირთო. ზურაბმა ძმის სისხლი არ შეარჩინა საზვერელ ჩიჯავაძეს: წამოვიდა არაგვის ერისთავი „ფერსათის მთით“, მოულოდნელად თავს დაესხა საზვერელს საჩინოში, მოკლა იგი და ასე გადაუხადა სამაგიერო მას.