არაბობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.133.144-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 13:
არაბებმა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას დააკისრეს მძიმე გადასახადები [[ხარაჯა]] და [[ჯიზია]]. ხალხს დაეკისრა აგრეთვე სამხედრო რაზმებისა და მრავალრიცხოვან მოხელეთა შენახვა. მოსახლეობას დაადეს ბეგრად გზების, ხიდების და სხვა ობიექტების მშენებლობა. არაბთა ბატონობას მოჰყვა მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენა საქართველოში. VIII საუკუნის II ნახევრიდან არაბებმა დაიწყეს ჩარევა დაპყრობილი ქვეყნების საშინაო საქმეებში. IX საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება გააუქმეს. არაბთა ბატონობით უკმაყოფილო იყო ქართული საზოგადოების ყველა ფენა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობის მწარმოებელი ნაწილი, რომელიც იხდიდა ხარკს და ასრულებდა ყოველგვარ ვალდებულებას დამპყრობელთა სასარგებლოდ. არაბთა ბატონობა შედარებით მტკიცე იყო საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, განაპირა მხარეები კი მალე განთავისუფლდნენ მათი ბატონობისაგან.
 
VIII—IX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე დამოუკიდებელი ფეოდალური სამეფო და სამთავრო (დასავლეთი საქართველო, [[კახეთი]], [[ჰერეთი]], [[ტაო-კლარჯეთი]]). თბილისის საამიროს ფარგლეში დარჩა მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორია. IX საუკუნიდან დაიწყო თბილისის ამირების ბრძოლა სახალიფოს ცენტრალური ხელისიფლებისხელისუფლების წინააღმდეგ. არაბთა სახელმწიფო დასუსტდა და დაიშალა. IX საუკუნის II ნახევარში თბილისის საამირო იქცა ადგილობრივი ფეოდალური სამთავროდ. სახალიფოს ცდას — დაემორჩილებინა გამდგარი ამირები და კვლავ გაბატონებულიყო საქართველოში — შედეგი არ მოჰყოლია. 853 წელს ხალიფა [[მუთავაქილი|მუთავაქილმა]] ამიერკავკასიაში გამოგზავნა დიდი ჯარი [[ბუღა თურქი]]ს მეთაურობით. მან აიღო თბილისი, მაგრამ არაბთა ადრინდელი ბატონობის აღდგენა საქართველოში ვერ შეძლო (იხ. [[ბუღა თურქის შემოსევა]]).
 
[[914]] წელს ხალიფას ბრძანებით [[აბულ-კასიმი|აბულ-კასიმ საჯმა]] სცადა სომხეთისა და საქართველოს დაპყრობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია (იხ. [[აბულ კასიმის ლაშქრობა საქართველოში]]). ეს იყო უკანასკნელი და უშედეგო ცდა არაბთა ბატონობის აღდგენისა საქართველოში.