ოცნების რეკვიემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა კინოფილმი
| სახელი = ოცნების რეკვიემი
| სურათი = Requiem for a dream.jpg
| სურათის ზომა =
| ჩარჩო =
ხაზი 44:
{{სიუჟეტი}}
სარა გოლდფარბი [[ბრაიტონ-ბიჩი|ბრაიტონ-ბიჩზე]] მცხოვრები მარტოხელა მოხუცი ქვრივია, რომელიც მთელ დროს ტელევიზორის ყურებაში ატარებს. მისი ერთადერთი ვაჟი, ჰარი, უმუშევარია და ჰეროინზეა დამოკიდებული. ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან ჰარის მეგობარი ტაირონი და შეყვარებული მერიონი. მერიონი ტანსაცმელს კერავს და ჩანახატებს აკეთებს. მას ჰარისთან ერთად ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა სურს, ტაირონი კი ცდილობს [[გეტო|გეტოში]] ცხოვრებას გაექცეს. ჰარი და ტაირონი ნარკოტიკით ვაჭრობას იწყებენ; ყიდულობენ ფუთას, პატარ-პატარა ულუფებად აფასოებენ და ქუჩაში ყიდიან. ამ საქმიანობით მეგობრები დიდ ფულს შოულობენ.
 
ერთ დღეს სარას ურეკავენ და თავის საყვარელ შოუში მონაწილედ იწვევენ. ბედნიერი სარა ტელევიზიაში გამოსაჩენად ემზადება და თავის გარეგნობაზე ზრუნვას იწყებს: იღებავს თმებს, ირუჯება. იგი მანიაკალურად აიკვიატებს სურვილს მოირგოს წითელი კაბა, რომელიც ჰარის გამოსაშვებ საღამოზე ეცვა. ამ მიზნით მკაცრი დიეტის დაცვას იწყებს. სარა შიმშილით იტანჯება და მალევე მოლანდებები ეწყება. იგი მეგობრის რეკომენდაციით მიდის ექიმთან, რომელიც მას გასახდომ აბებს, ამფეტამინებს გამოუწერს. აბების მიღების შემდეგ სარა ენერგიის მოზღვავებას გრძნობს და მკვეთრად იკლებს წონაში. მეგობრები მისით აღტაცებულები არიან და მუდმივად კომპლიმენტებით ამკობენ. სარასთან სტუმრად მისული ჰარი ხვდება, რომ დედამისი ამფეტამინებს იღებს და ემუდარება შეწყვიტოს ამის კეთება. სარა შვილს გულს გადაუშლის, ეუბნება, რომ მარტოსულია, მოხუცია, არავინ ჰყავს ვისზეც იზრუნებს, ხოლო წითელი კაბით და ოქროსფერი ფეხსაცმელებით ტელევიზიაში გამოჩენა, პატივისცემა და აღფრთოვანება მეგობრების მხრიდან სწორედ ისაა რაც მას ცხოვრების ხალისს და ხვალინდელი დღის იმედს აძლევს.
 
ტაირონს კონტრაბანდისტებსა და სიცილიელ მაფიოზებს შორის სროლების დროს იჭერენ და მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, აპატიმრებენ. ჰარი მთელ დანაზოგს მეგობრის ციხიდან გამოსასყიდად იხდის. მეგობრების ნარკობიზნესი გაკოტრდა. მათი ნარკოდილერი ფლორიდაში გადავიდა, შესაბამისად გასაყიდ ნარკოტიკს ვეღარ იშოვიან. თუმცა, ფული საკუთარი თავების "გამოსაკვებადაც"„გამოსაკვებადაც“ კი არ ჰყოფნით. ჰარის თხოვნით, მერიონი ფულის სანაცვლოთ თავის ფსიქიატრ არნოლდთან დაწვება. შეყვარებულებს შორის ურთიერთობა იძაბება; ისინი მუდმივად ჩხუბობენ.
 
გასახდომი აბები უკვე უარყოფით ეფექტებს ავლენენ და სარა თავს ცუდად გრძნობს; ეწყება ჰალუცინაციები. იგი ურეკავს ექიმს და სთხოვს აბების შეცვლას. ექიმის უარის შემდეგ თვითნებურად აორმაგებს დოზას. მდგომარეობა უერესდება და სარა ექიმთან მიდის. იგი მას თავისი ჰალუცინაციების შესახებ უყვება, რასაც ექიმი უყურადღებოდ ტოვებს. სასოწარკვეთილი სარა უკვე ერთის მაგივრად ოთხ-ხუთ აბს ერთად იღებს, რის შედეგადაც მას ამფეტამინური ფსიქოზი ემართება. სარა მიდის სატელევიზიო კომპანიაში, საიდანაც შოუში მიიწვიეს. კომპანიაში იძახებენ პოლიციას, რომელსაც სარა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავს. სარას აწვენენ პალატაში, ხოლო მას შემდეგ რაც მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგს არ იღებს, მას ჩუტარებენ ელექტროშოკურ თერაპიას.
 
ჰარი და ტაირონი ნარკოტიკების საყიდლად ფლორიდაში მიდიან. თუმცა, ჰარის მკლავზე განგრენის გაუარესების გამო ისინი იძულებულნი არიან გაჩერდნენ საავადმყოფოში. ექიმი ხვდება რომ ნარკომანებთან აქვს საქმე და პოლიციას იძახებს. ორივეს აპატიმრებენ.
 
ნიუ-იორკში სასოწარკვეთილი მერიონი ჰეროინის მისაღებად კვლავ პროსტიტუციას მიმართავს. ჰარის ხელის ამპუტაციას უკეთებენ. ციხეში მყოფ ტაირონს ფიზიკურ შრომასთან ერთად რასისტი ციხის ზედამხედველების შეურაცხყოფის ატანა უწევს. ჰარი ხვდება, რომ მერიონი დაკარგა. სარას თავისი თავი კვლავ დიდ ეკრანზე წარმოუდგენია: ის გამარჯვებულია. მისი პრიზი კი წარმატებული და დაოჯახებული ჰარია. ქალის ფანტაზიაში სარა და ჰარი მოსიყვარულე დედა-შვილი არიან.
 
Line 60 ⟶ 62:
 
==რესურსები ინტერნეტში==
* {{IMDb title|0180093|ოცნების რეკვიემი}}
{{Wikiquote}}
* {{Allmovie|186747|ოცნების რეკვიემი}}
* {{IMDb title|0180093|Requiem for a Dream}}
* {{mojo title|requiemforadream|Requiemოცნების for a Dreamრეკვიემი}}
* {{rotten-tomatoes|requiem_for_a_dream|Requiemოცნების for a Dreamრეკვიემი}}
* {{metacritic film|requiem-for-a-dream|Requiemოცნების for a Dreamრეკვიემი}}
 
==სქოლიო==
Line 76 ⟶ 78:
[[კატეგორია:ფილმები ნარკომანიის შესახებ]]
[[კატეგორია:რომანებზე დაფუძნებული ფილმები]]
[[კატეგორია:ამერიკული ფსიქოლოგიური დრამატული ფილმები]]
[[კატეგორია:ინგლისურენოვანი ფილმები]]
[[კატეგორია:2000-იანი წლების ფსიქოლოგიური დრამატული ფილმები]]
[[კატეგორია:Protozoa Pictures-ის ფილმები]]