ევროპის საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
77.242.53.5-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა GiorgiXIII-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
[[ფაილი:Flag of Europe.svg|thumb|ევროპის საბჭოს დროშა]]
'''ევროპის საბჭო''' — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება [[ევროპა|ევროპის]] 47 სახელმწიფოსგან. მისი მიზნებია: 1) ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; 2) ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; 3) ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა).
ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.
 
1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა გახდა. მას შემდეგ, თანამშრომლობის მთავარი მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული და სხვა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაში, რაც ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.
 
შეიქმნა [[1949]] წლის [[5 მაისი|5 მაისს]] [[ლონდონი|ლონდონში]] დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს მიერ ([[ბელგია]], [[დანია]], [[გაერთიანებული სამეფო]], [[ირლანდია]], [[იტალია]], [[ლუქსემბურგი]], [[ნიდერლანდები]], [[ნორვეგია]], [[საფრანგეთი]] და [[შვედეთი]]). შტაბ-ბინა მდებარეობს [[სტრასბურგი|სტრასბურგში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევროპის_საბჭო“-დან