კანონი (ნორმატიული აქტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.71.31-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 5.178.178.26-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''კანონი''' — სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. კანონები ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც მიიღება [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] დებულებებისა და პრინციპების საფუძველზე და მათ განსავითარებლად. კანონები, მათში არსებული ნორმების მნიშვნელობის მიხედვით, იყოფა კონსტიტუციურ, ორგანულ და ჩვეულებრივ კანონებად. ჩვეულებრივი კანონები, თავის მხრივ, იყოფა საკოდიფიკაციო და მიმდინარე კანონებად<ref>პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 39</ref>.
 
კონსტიტუციური კანონი არეგულირებს საზოგადოებისაზოგადოების ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და მიღების წესით არაფრით არ განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური კანონით მოქმედ კონსტიტუციის ტექსტში შედის ცვლილებები ან დამატებები, რის შემდეგ ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას<ref name="მეორმოცე">პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 40</ref>.
 
ორგანული კანონი საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციფიკური წყაროა. ორგანული კანონის მიღება პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში. ორგანული კანონის არსი ისაა, რომ იგი ასე ავსებს კონსტიტუციას, არ ცვლის მის ძირითად პრინციპებს და არ ეხება მის სიღრმისეულ აზრს<ref name="მეორმოცე" />.