აურანგაბადი (მაჰარაშტრა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 57:
დიდ მოგოლთა პერიოდში აურანგაბადს უწოდებდნენ „ქალაქი კარიბჭე“, რადგან ქალაქში მრავალი კარიბჭე იყო. დღემდე შემონახულია რვა მათგანი და წარმოადგენენ მოგოლტა პერიოდის ძეგლებს.
 
აურანგზების საფლავი მდებარეობს აურანგაბადიდან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ხულდაბადში, სადაც ასევე მდებარეობს წმინდა ხეობა - ადგილი სადაც დაკრძალულია 1 500 სუფისტი წმინდანი. აურანგზების სახელს უკავშირდება [[თაჯ-მაჰალი]]ს კოპიოს, [[ბიბი-კა-მაკბარა|ბიბი-კა-მაკბარის]] აგება.
 
== ღირსშესანიშნაობა ==
ქალაქის შემოგარენში მდებარეობს [[ბიბი-კა-მაკბარა]], აურანგზების მეუღლის მავზოლეუმი. [[აურანგაბადის გამოქვაბული]] - ბუდისტური მონასტრების მღვიმეები ქალაქგარეთ, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ასევე აღსანიშნავია ქალაქის რვა კარიბჭე: ბჰადკალი, დილი, რანგინი, კატკატი, როშანი, ბარაპულა, პაიტხანი და კალა-დარვაჯა, რომელთაგან ყველაზე ადრეულია ბჰადკალი და დარვაჯა. ქალაქში ასევე მდებარეობს წყლის წისქვილების კომპლექსი — [[პანჩაკი]], რომელიც გადმოცემის თანახმად ქალაქის დამაარსებელმა მალიქ ამბარმა ააშენა.
 
ქალაქის შემოგარენშია ასევე [[იუნესკო]]ს ძეგლები [[აჯანტა]] და [[ელორის გამოქვაბულები]], ქალაქიდან 16 კილომეტრში მდებარეობს [[დაულატაბადი]] — XII-XIV საუკუნეების გამაგრებული ქალაქი, ტუგლაკების დინასტიის ერთ-ერთი დედაქალაქი; ხულდაბადი — აურანგზების საფლავი.
 
==რესურსები ინტერნეტში==