კესონ-სიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
 
== ისტორია ==
XX საუკუნის დასაწყისში ფილიპინების პრეზიდენტი [[მანუელ კესონი]] ოცნებობდა ქალაქზე, რომელიც გახდებოდა ფილიპინების მომავალი დედაქალაქი, რომელიც შეცვლიდა [[მანილა]]ს. ითვლება, რომ მექსიკაში მისმა მოგზაურობამ გავლენა მოახდინა მის გეგმებზე<ref name="QC001">{{cite web|url=http://www.quezoncity.gov.ph/index.php?option=com_content&id=319&Itemid=277|title=Milestones in History|author=Web Admin|publisher=|accessdate=14 September 2015}}{{Недоступная ссылка|date=Сентябрь 2019 |bot=InternetArchiveBot }}</ref><ref name="QC002">{{cite web|url=http://info.philtravelcenter.com/qc-history.php|title=QUEZON CITY BRIEF HISTORY, PHILIPPINES (Official Website of PhilTravelcenter.com – Quezon City Metro Manila, Philippines)|publisher=|accessdate=14 September 2015}}</ref>.
 
კესონ-სიტი ააშენეს პატარა ქალაქების ფრანცისკო-დელ-მონტეს, ნოვალიჩესისა და ბალინტავაკის ადგილზე. ქალაქ კესონ-სიტის, როგორც ქვეყნის ახალი დედაქალაქის მშენებლობის იდეა ეკუთვნის პრეზიდენტ მანუელ კესონს<ref name="QC004">[http://info.philtravelcenter.com/qc-history.php Brief History of Quezon’s City]</ref>. ახალი ქალაქის დაპროექტების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა 1938 წელს მიიღო. დედაქალაქის მანილიდან გადატანის მიზეზად გადაჭარბებული მოსახლეობა და სამხედრო თვალსაზრისით წარუმატებელ ადგილზე, ზღვის სანაპიროზე მდებარეობა გამოცხადდა<ref name="QC004"/>. ქალაქის დაარსების თარიღად ითვლება 1939 წლის 12 სექტემბერი - თარიღი, როდესაც ძალაში შევიდა კანონი ახალი დედაქალაქის მშენებლობის შესახებ<ref name="QC004"/>.
 
[[1941]] წელს მიიღეს ახალი ქალაქის გენერლური გეგმა. ქალაქის ბირთვი უნდა ყოფილიყო ცენტრალური პარკი, რომლის ფართობიც იქნებოდა 400 ჰა, რომელსაც ყველა მხრიდან პროსპექტები დაუკავშირდებოდა<ref name="QC004"/>.
 
[[1948]] წლის 17 ივლისს კესონ-სიტი ქვეყნის ახალ დედაქალაქად გამოაცხადეს<ref name="QC004"/>. [[1975]] წლიდან კესონ სიტი შედიოდა დედქალაქის რეგიონის 17 ქალაქსა და მუნიციპალიტეტს შორის. [[1976]] წელს ქვეყნის დედაქალაქი დააბრუნეს [[მანილა]]ში. [[1986]] წელს კესონ-სიტი გახდა უსისხლო [[ყვითელი რევოლუცია|ყვითელი რევოლუციის]] ადგილი<ref name="QC004"/>.
 
[[1996]] წლის 18 მარტს ქალაქის კლუბ „ოზონ-დისკოში“ გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგადაც დაიღუპა 162 ადამიანი, რომელტაგან 150 თინეიჯერი იყო. აღნიშნული ფაქტი 2104 წლის მდგომარეობით იყო ყველაზე მსხვერპლიანი ხანძარი ფილიპინების ისტორიაში და იკავებდა მერვე ადგილს ღამის კლუბებებში მომხდარ ხანძრებს შორის მსოფლიოს მასშტაბით.
 
== მოსახლეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კესონ-სიტი“-დან