ვერიკო ანჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შევასწორე დაბადების თარიღი
Sinhoni-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 6:
| წარწერა = ვერიკო ანჯაფარიძე
| დაბსახელი =ვერა ანჯაფარიძე
| დაბთარიღი =[[6 ოქტომბერი]], [[18971900]]
| დაბადგილი = [[ქუთაისი]]
| გარდთარიღი = {{გარდაცვალების თარიღი და ასაკი|1987|1|30|18971900|10|6}}
| გარდადგილი = [[თბილისი]]
| სხვა სახელები=
ხაზი 19:
| გამორჩეული როლები =
}}
'''ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე''' (დ. [[6 ოქტომბერი]] <small>[ძვ. სტ. 23 სექტემბერი]</small>, [[1900|1897]], [[ქუთაისი]] ― გ. [[30 იანვარი]], [[1987]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი. საქართველოს ([[1943]]) და სსრკ ([[1950]]) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), [[რუსთაველის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის]] ([[1979]]) და კ. მარჯანიშვილის სახელობის ([[1975]]) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის თეატრის]] მრწამსის მიმდევარი და დამცველი.
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 26:
ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისში". იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი, ჰქონდა თანადროულობის მკაფიო შეგრძნების უნარი, გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. ანჯაფარიძის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი [[ლირიზმი]], უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა.
 
ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის [[რეალიზმი|რეალისტურმა]] და [[რომანტიციზმი|რომანტიკულმა]] ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია ([[შექსპირი, უილიამ|უ. შექსპირის]] „[[ჰამლეტი (პიესა)]]“), ივდითი ([[გუცკოვი, კარლ|კ. გუცკოვის]] „[[ურიელ აკოსტა]]"), დეზდემონა (უ. შექსპირის „[[ოტელო (პერსონაჟი)|ოტელო]]"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის „სულელი"), გინატრე ([[დადიანი, შალვა|შ. დადიანის]] „ნინოშვილის გურია"), მარგარიტა ([[ალექსანდრ დიუმა (უმცროსი)|ა.დიუმას]] „[[მარგარიტა გოტიე]]"), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), აიშე [[ფაილისურათი:Veriko Anjafaridze.jpg|thumb|230px|მარცხნივ|ვერიკო ანჯაფარიძე]](ი. ვაკელის „შური"), ლარისა ([[ოსტროვსკი, ალექსანდრე|ა. ოსტროვსკის]] „უმზითვო"), ჯავარა ([[ვაჟა–ფშაველა|ვაჟა-ფშაველას]] „მოკვეთილი"), მაყვალა ([[ყაზბეგი, ალექსანდრე|ა. ყაზბეგის]] „მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი ([[მოსაშვილი, ილო|ი. მოსაშვილის]] „მისი ვარსკვლავი", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია ([[ბომარშე, პიერ ოგიუსტენ|პ. ბომარშეს]] „[[ფიგაროს ქორწინება|ფიგაროს]] ქორწინება"), შეჰმენე ბანუ ([[ჰიქმეთი, ნაზიმ|ნ. ჰიქმეთის]] „ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი ([[შილერი, ფრიდრიხ|ფ. შილერის]] „მარიამ სტიუარტი"), მედეა ([[ევრიპიდე|ევრიპიდეს]] „მედეა"), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ფრუ ალვინგი ([[იბსენი, ჰენრიკ|ჰ. იბსენის]] „მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის „გვირილა"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის „მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი ([[ჯორჯ ბერნარდ შოუ|ბ. შოუს]] „[[პიგმალიონი (პიესა)|პიგმალიონი]]“) და სხვა.
 
კინოში იღებდნენ 1925 წლიდან. შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო („საბა", 1929), ლუიზა („კომუნარის ჩიბუხი", 1929), კნეინა ბარათაშვილისა („არსენა", 1937), რუსუდანი („გიორგი სააკაძე", [[სსრკ სახელმწიფო პრემია]] 1943, 1946), ჰანსის დედა („ბერლინის დაცემა" , 1949), დაფინა („სკანდერბეგი", 1956), [[ოთარაანთ ქვრივი (ფილმი)|ოთარაანთ ქვრივი]] („ოთარაანთ ქვრივი", 1958), ნინო („[[ბედნიერი შეხვედრა]]“, 1949), კნეინა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), პელაგია („შეხვედრა წარსულთან", 1966), მგზავრი („მონანიება", 1984) და სხვა. ამ როლებით ვერიკო ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული და საბჭოთა კინოს ისტორიაში.