პაატა ბერიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
[[2015]] წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზურაბ ხუციშვილთან ერთად ჩაწერა დისკი, რომელიც კინო მუსიკისიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა. ასევე ამ წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალლას „ნანა"
ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=2GXXVvHDPLk|title=Manuel de falla - Nana Canciones Populares Espanolas|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref> [[2014]] წლიდან პაატა ბერიძე 6 კაციან ანსამბლთან ერთად თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას. პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიას უცვლელი წევრია და მისი ინიციატივით იმართება არაერთი კონცერტი. [[2015]] წელს პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიასთან ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაში. 2014-2015 წლებში პაატა ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება.<ref>{{Cite web|url=http://old.georgiatoday.ge/article_details.php?id=12243|title=Georgian Trumpeter Gets Recognition in Germany|publisher=old.georgiatoday.ge|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>
 
პაატა ბერიძე წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო „მუზასთან“. [[2015]] წელს პაატა ბერიძემ, გერმანიაში, [[ლეოპოლდ მოცარტი]]ს ცენტრში ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის კლასში, როგორც თანამედროვე ასევე ბაროკო საყვირის შესასწავლად. [[2016]] წელს მან გამართა პირველი სოლო კონცერტი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად [[გერმანია|გერმანიის]] ქალაქ [[აუგსბურგი|აუგსბურგში]], რომელიც ისტორიულ ოქროს დარბაზში შედგა. სწორედ აქ გაიმართა მისი დისკის პრეზენტაცია და მისი სურათების გამოფენა.<ref>{{Cite web|url=https://www.youtube.com/watch?v=tDj31kdNoSQ|title=რუსთავი 2 სიუჟეტი აუგსბურგის კონცერტთან დაკავშირებით|publisher=www.youtube.com|accessdate=17 ოქტომბერი, 2019}}</ref>
 
==მთარგმნელობითი საქმიანობა==