ხარაგაულის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
 
===ნიადაგები და ლანდშაფტები===
მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში გავრცელებულია ხირხატიანი ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი, აგრეთვე ფრაგმენტებად ჩამოყალიბებულია ტყის ყომრალი და ნეშომმპალა-კარბონატული ნიადაგების კომპლექსი. დიდი ფართობი უჭირავს საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალ ნიადაგს. ტყის ზონის ზემო ნაწილში არის ღია და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგი. მესხეთის ქედის თხემზე მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. მდინარეთა ჭალებში აქა-იქ გვხვდება ალუვიური ნიადაგი.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ნოტიო სუბტროპიკული მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტის ტიპები, რომლებიც მოიცავს ლანდშაფტის სახეებს: 1. მთისწინეთის მუხნარ-რცხილნარი ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე, კარსტული; 2. დაბალმთის მუხნარი და წიფლნარ-წაბლნარი ტყის ყომრალ ნიადაგებზე 3. საშუალ მთის წიფლნარი ტყის ყომრალ ნიადაგებზე 5. საშუალმთის წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის ღია და გაეწერებულ ყომრალ ნიადაგებზე 5. სუბალპური ტყე-მდელო მთისმდელოს ნიადაგებზე 6. ალპური მდელოები მთის მდელოს კორდიან და ტორფიან-კორდიან ნიადაგებზე.
 
===ფლორა და ფაუნა===
 
მუნიციპალიტეტის უპირველეს სიმდიდრეს წარმოადგენს [[ტყე]], რომელსაც მისი ტერიტორიის 2/3 (68,2%-ზე მეტი) დაახლოებით 650 კვ.კმ. უჭირავს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს [[ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი]]ს ნაწილი. ტყეებში ბინადრობენ: [[ტურა]], [[მელა]], [[მგელი]], [[კვერნა]], [[შველი]], [[ირემი]], [[მურა დათვი]], [[ფოცხვერი]], [[გარეული ღორი]], [[მაჩვი]], [[კურდღელი]], [[ციყვი]], [[თრია]], [[დედოფალა]], [[მწყერი]], [[კოდალა]], [[ოფოფი]], [[ქორი]], [[ყვავი]], [[ყორანი]], [[მიმინო]], [[შაშვი]], [[ჩხიკვი]], [[ქედანი (ფრინველი)|ქედანი]] და სხვა. ტყეში ხარობს [[წაბლი]], [[წიფელი]], [[რცხილა]], [[თელა]], [[მუხა]], [[ნეკერჩხალი]], [[ლეკის ხე]], [[ცაცხვი]], [[თხმელა]], [[კოპიტი]], [[აკაცია]], [[თხილი]], [[შქერი]], [[იელი (მცენარე)|იელი]], [[ბაძგი]], [[ეკალი (მცენარე)|ეკალი]], [[წყავი]], [[ზღმარტლი]], [[ასკილი]], [[კუნელი]], [[პანტა]], [[მაჟალო]], [[ხურმა]], [[ლეღვი]], [[ძაღლყურძენა]], [[შინდი]], [[კაკალი]], [[თამელი]], ასევე [[სოკო]]: [[ნიყვი]], [[მიქლიო]], [[ქამასოკო]], [[მანჭკვალა]], [[ხეთამხალი]] და სხვა.