ხარაგაულის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი|ზესტაფონისა]] და [[ბაღდათის მუნიციპალიტეტი|ბაღდათის]] მუნიციპალიტეტები, სამხრეთით [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის]], აღმოსავლეთით [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის]], ჩრდილოეთით კი[[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურისა]] და [[საჩხერის მუნიციპალიტეტი|საჩხერის]] მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 913,9 კმ<sup>2</sup>.
 
მუნიციპალიტეტი მოიცავს მესხეთისა და ლიხის ქედის ნაწილებს, ძირულის დენუდაციურ პლატოს. მესხეთის ქედი აგებულია მესამეული ასაკის თიხებით, ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, იშვიათად — კირქვებითა და მერგელებით, აგრეთვე (თხემური ნაწილი) — ქვედამიოცენ-ოლიგოცენისა და ზედაეოცენის ქვიშაქვების შუაშრეებიანი თიხებით. ქედი ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბლდება (მთები: [[მეღრუკი]] — 2475 მ., [[ლომისმთა]] — 2187 მ., დედაბერა — 1838 მ., მახვილო — 1725 მ.); ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, დასერილია მდინარე ჩხერიმელის მარცხენა შენაკადების ღრმა, გარდიგარდმო ხეობებით, რომელთა შორის აღმართულია მოკლე განშტოებები: საბუღრაო, ვახანი, რკინისჯვარი და სხვა. მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში ზოგან (სოფ. კიცხი და სხვა) განვითარებულია დანაწევრებული პლატო.
 
მდებარეობს ზღვის დონიდან 285 – 2,642 (საშუალოდ 420) მ. ტერიტორია მთაგორიანია. [[კლიმატი]] სუბტროპიკულია. [[ზამთარი]] ზომიერად ცივია, [[ზაფხული]] შედარებით გრილი. მუნიციპალიტეტის ფართობია 91,3 (ათასი)ჰა. წლიური ნალექიანობა არის 1200-1800 მმ. მთლიანი ტერიტორიის 180 კვ.კმ უჭირავს დაბლობს, ხოლო 733, 9 კვ.კმ. – მთიან ადგილებს. მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილია მთა [[სამეცხვარიო]] 2642 მეტრი. გვხვდება თიხნარი, ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები, სუბალპური მდელოები.