საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
===შიგა წყლები===
ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: [[ყვირილა]] და [[ძირულა]]. მუნიციპალიტეტს ეკუთვნის მდინარე ყვირილის შუა მონაკვეთი. აქ რაჭის ქედიდან ჩამოედინება მისი მარჯვენა შენაკადები: [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ხახიეთისწყალი]]. მდინარეთა აქსელი შედარებით მეჩხერია კორბოულის ზეგანზე, რომლის ზედაპირს კვეთენ მდინარეები [[დუმალა]] და სხვა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფდერიაზე მიედინება მდინარე ძირულა. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზაფხულში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი წყაროა, მათ შორის [[მინერალური წყლები|მინერალური]].
 
===ნიადაგები და ლანდშაფტები===
ნიადაგების ძირითადი ტიპები იცვლება სიმაღლებრივი ზონების მიხედვით. ფართოდაა გავრცელებული საშუალო და მცირე სისქის ტიპური ტყის ყომრალი და გაეწერებული ყომრალი ნიადაგები. რაჭის ქედის თხემურ ზოლში მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. კორბოულის ზეგანზე, კირქვიან სუბსტრატზე — ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო საჩხერის ქვაბულის ძირზე ალუვიური ნიადაგებია.
 
მუნიციპალიტეტში გამოხატულია ლანდშაფტების შემდეგი სიმაღლებრივი ზონა: 1. გორაბ-ბორცვიანი მთისწინეთის ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე განვითარებულია მუხისა და მუხნარ-ჯაგრცხილის ტყეები. 2. დაბალმთიანეთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე ჩამოყალიბებული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები (მარადმწვანე ქვეტყით). 3. დაბალმთიანეთის სუსტად დანაწევრებული სტრუქტურული პლატო, ტყის ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებითა და ფართოფოთლოვანი ტყეებით. 4. ძლიერ დანაწევრებული საშუალო მთიანეთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული წიფლნარ-რცხილნარი 5. მთა-ტყის ყომრალ და გაეწერებულ ყომრალ ნიადაგებზე ჩამოყალიბებული წიფლნარი 6. სუბალპური მეჩხერი და ტანბრეცილი ტყეები ტყემდელოს ნიადაგებზე. 7. სუბალპური მთა-მდელო, ტორფიან-კორდიანი ნიადაგებით, ბუჩქნარებითა და მაღალბალახეულობით. 8 ალპური მთა-მდელოს კორდიან-ტორფიან და პრიმიტიულ ნიადაგებზე განვითარებული აპლური მდელოები და ბუჩქნარები.
 
ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.