ნაძვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
| commons =Category:Picea
}}
'''ნაძვი''' ({{lang-la|Picea}}) — [[წიწვოვანი მცენარეები|წიწვოვან მცენარეთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ფიჭვისებრნი|ფიჭვისებრთა]] ოჯახისა[[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა.
 
ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 [[მეტრი]]) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]სა და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]. [[საქართველო]]ში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — [[აღმოსავლური ნაძვი]] ({{lang-la|Picea orientalis}}).
 
გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ ქედს]] [[შავი არაგვი]]ს ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს [[თბილისი]]ს მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და [[სოჭი]]ს სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი.
ხაზი 22:
საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილო კავკასიასა]] და [[თურქეთი|თურქეთში]]. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.
 
[[საქართველო]]ში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: [[ევროპული ნაძვი]] ({{lang-la|Picea excelsa}}), [[ჰიმალაური ნაძვი]] ({{lang-la|Picea morinda}}), [[ვერცხლისფერი ნაძვი|ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი]] ({{lang-la|Picea pungens}}) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაძვი“-დან