თუ ანგარიში ჯერ არ შეგიქმნია <br/><small>(თუმცა, ჯობია შექმნა) </small>
[[ფაილი:Signature button.png|right|thumb|არ დაგავიწყდეს ხელის მოწერა - ან ამ ღილაკზე დაჭერით, ან <nowiki>~~~~</nowiki> ნიშნების გამოყენებით.]]უპირველეს ყოვლისა, დააკვირდი, ხომ არ ხედავ ამ დიდ ყვითელ ყუთს, როგორც სურათზე ქვემოთ? თუ ხედავ, ესე იგი ვიღაცამ მოგწერა! გახსოვს ალბათ, რომ ვიკიპედიის რედაქტირება ძალიან მარტივია? იგივე მოქმედებს განხილვის გვერდებზე - თუ ვინმემ რამე მოგწერა, ჯერ გადადი შენს განხილვის გვერდზე (შეგიძლია დააჭირო ამ დიდ ყვითელ ყუთში ლურჯ ბმულს), ან ეკრანის ზედა ნაწილში არის წარწერა „განხილვა“ - მას დააჭირე და გადახვალ შენი განხილვის გვერდზე. [[ფაილი:Signature button.png|right|thumb|არ დაგავიწყდეს ხელის მოწერა - ამ ღილაკზე დაჭერით!]]არსებობს პატარა განსხვევა განხილვის გვერდებსა და სტატიებს შორის - განხილვის გვერდებზე არ უნდა დაგავიწყდეს ხელის მოწერა - მარჯვნივ რომ პატარა სურათია, მაგას დააჭირე და შენი ხელომწერა ავტომატურად ჩაჯდება.