ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი დაიბადა [[1895]] წლის [[15 ივნის|15 ივნისს]] ქ. [[სტრასბურგი|სტრასბურგში]], რომელიც მაშინ [[გერმანიის იმპერია|გერმანიის იმპერიას]] ეკუთვნოდა. [[1914]] წელს იგი «[[კაიზერლიხე მარინე|კაიზერლიხე მარინეს]]» რიგებში შევიდა. [[პმო|პირველ მსოფლიო ომში]] გამოჩენილი მამაცობისათვის იგი [[1917]] წელს [[ლეიტენანტი]] გახდა და [[1918]] წლის ივნისში გადაყვალი იქნა წყალქვეშა ნავების ფლოტში. ომის დასასრულამდე ფრიდებურგი მსახურობდა წყალქვეშა ნავზე "SM-U 114".
 
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი «[[რაიხსმარინე|რაიხსმარინეს]]» რიგებში დარჩა. [[1932]] წელს იგი [[კაცლერირაიხკანცლერი|რაიხკანცლერ]] [[შლაიხერი, კურტ ფონ|კურტ ფონ შლაიხერის]] რეფერანტი გახდა. [[1933]] წელს მას "კორვეტენკაპიტნის" ჩინი მიენიჭა და გადაიყვანეს «[[რაიხსვერი|რაიხსვერის]]» სამინისტროში, ხოლო [[1934]] წელს კი «[[ვერმახტის უმაღლესი მთავარსადლობა|ვერმახტის უმაღლეს მთავარსადლობაში]]». [[1939]] წლის [[6 ივნისი|6 ივნისს]] ფრიდებურგი დაინიშნა წყალქვეშა ნავის "U 27"-ის მეთაურად, თუმც ამ პოსტზე მას დიდხანს არ დაუყოვნებია და იმავე წლის [[9 ივლისი|9 ივლისს]] გადაიყვანეს წყალქვეშა ნავების ფლოტის მეთაურ [[დიონიცი, კარლ|კარლ დიონიცთან]] არსებული საორგანიზაციო განყოფილების შტაბსოფიცრის თანამდებობაზე. [[1939]] წლის სექტემბერში იგი ამ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.
 
2 წლის შემდეგ, [[1941]] წლის სექტემბერში იგი წყალქვეშა ნავების ფლოტის ვიცე-ადმირალი გახდა. [[1943]] წლის [[1 თებერვალი|1 თებერვალს]] ფრიდებურგი ფლოტის მეთაურ ადმირალად დაინიშნა. [[1945]] წლის [[1 მაისი|1 მაისს]] [[ჰიტლერი, ადოლფ|ჰიტლერის]] სიკვდილის შემდეგ დიონიცმა მას გენერალ-ადმირალის წოდება მიანიჭა. იმავე წლის [[4 მაისი|4 მაისს]] ტიმელობერგში [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანელების]] წინაშე მან ხელი მოაწერა «[[ვერმახტი|ვერმახტის]]» ჩრდილო-დასავლეთ არმიების ნაწილობრივ კაპიტულაციას. [[1945]] წლის [[7 მაისი|7 მაისს]] იგი დელეგაციის წევრი იყო ქ. [[რეიმსი|რეიმსში]], როცა გენერალ-პოლკოვნიკმა [[იოდლი, ალფრედ|ალფრედ იოდლმა]] დასავლელ მოკავშირეების წინაშე გერმანიის «ვერმახტის» უსიტყვო კაპიტულაცია მოაწერა ხელი. [[1945]] წლის [[8 მაისი|8]]-[[9 მაისი|9 მაისის]] ღამეს [[ბერლინ-კარლსჰორტი|ბერლინ-კარლსჰორტში]] მან, როგორც «[[კრიგსმარინე|კრიგსმარინეს]]» წარმომადგენელმა საბჭოთა მთავრსარდლობის წინაშე რატიფიცირება გაუკეთა კაპიტულაციის ხელშეკრულებას.