ჰენრი სალივანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
ჰენრი სალივანი დაიბადა [[მასაჩუსეტსი|მასაჩუსეტსში]], ბიზნესმენის ოჯახში. ცურვა დაიწყო რვა წლის ასაკში. პირველად სრუტის გადაკვეთა სცადა [[1913]] წელს (ორი წლის შემდეგ, რაც [[ტომას უილიამ ბურჯესი]] გახდა მეორე ადამიანი, რომელმაც მოახერხა ლა-მანშის არხის გადაკვეთა), თუმცა მოუწია ცურვის შეწყვეტა საფრანგეთის ნაპირიდან 8 კილომეტრზე. [[1916]] წელს სალივანმა გადაუსწრო [[ჩარლზ ტოტი|ჩარლზ ტოტს]] (ანგარიშგასაწევი მოცურავე, რომელმაც [[1923]] წელს წარმატებით მოახერხა იგივე დისტანციის გადაცურვა), იცურა რა [[პროვინსთაუნიპროვინტთაუნი (მასაჩუსეტსი)|პროვინტთაუნიდან]]დან (მასაჩუსეტსი) [[ნანტაკეტი|ნანტაკეტამდე]] და დაამყარა ამერიკის რეკორდი განუწყვეტლად ცურვაში (20 საათი და 28 წუთი). მან კიდევ ორჯერ სცადა სრუტის გადაცურვა [[1920]] წელს, თუმცა მაინც ვერ მიაღწია მიზანს (საფრანგეთის სანაპირომდე მისვლამდე დააკლდა 2,4 კილომეტრი ტალღების გამო). [[1921]] წელს დააკლდა რვა კილომეტრი (19 საათის და 5 წუთის შემდეგ). [[1922]] წლის საცურაო სეზონზე ამინდის გამო სალივანმა ვერ იასპარეზა.<ref name=MG/><ref>Staff. [https://www.nytimes.com/1923/08/07/archives/has-many-swimming-records.html "Has Many Swimming Records."], ''[[The New York Times]]'', August 7, 1923. Accessed August 5, 2010.</ref>
 
საბოლოოდ, სალივანმა მოახერხა ლა-მანშის სრუტის გადაცურვა [[1923]] წელს. ზღვა წყნარი იყო, ხოლო წყლის ტემპერატურა 17 °C. იგი ჩავიდა წყალში 4 საათსა და 20 წუთზე, კვირას, 5 აგვისტოს და დაიწყო ცურვა. მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულების ადგილამდე მინიმალური დისტანცია იყო 36 კილომეტრი, დინების გამო ჰენრი იძულებული გახდა გაეცურა მიახლოებით 92 კილომეტრი. იგი მივიდა საფრანგეთის ნაპირთან 6 აგვისტოს, საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე. მარათონის დამთავრეისთანავე, მან გაიარა ექიმის შემოწმება და მიიღო საკვები. იგი აპლოდისმენტებით გააცილა უამრავმა გულშემატკივარმა და მათ შორის [[არგენტინელები|არგენტინელმა]] მცურავმა — [[ენრიკე ტირაბოკი]]მ, რომელმაც სალივანის შემდეგ მალევე გადაცურა ეს სრუტე.<ref name=MG>Staff. [https://news.google.com/newspapers?id=SWktAAAAIBAJ&sjid=PYoFAAAAIBAJ&dq=henry-sullivan%20english-channel&pg=6716%2C756686 "Henry Sullivan Crossed Channel - United States Swimmer Swam From England to France in 27 Hours 25 Minutes - Seventh Attempt - Third to Accomplish Feat - Capt. Webb and Burgess Other Two"], ''[[The Gazette (Montreal)|The Montreal Gazette]]'', August 7, 1923. Accessed August 5, 2010.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰენრი_სალივანი“-დან