კიკიბოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კიკიბოს ციხე''' — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი [[საქართველო]]ში, [[ადიგენის მუნიციპალიტეტი]]ს [[დერცელი]]ს თემის სოფელ [[კიკიბო]]ში. ციხე დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. მდებარეობს [[სამცხე|სამცხის]] უკიდურეს დასავლეთით, [[აჭარა|აჭარის]] საზღვართან, ღაღვისწყლის ხეობაში, სოფლის გარეთ, ტყით დაბურულ მთაზე, მიწური გზის ახლოს.
 
ციხე ნაგებია თითქმის თანაბარი ზომის, პირმოსწორებული მოზრდილი ქვით. კომპლექსში უკეთ ციხე-კოშკია შემორჩენილი. მისი კუთხეები მოზრდილი [[ქვა|ქვებითაა]] შეკრული, ძირითადი კედლები კი მათთან შედარებით პატარა კვადრებისაა. ზემოთ შევიწროვებული, 10 მ-მდე სიმაღლის კოშკი [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერის]] მხრიდან ჩანგრეული სართულშუა გადახურვის ბუდეებითა და სათვალთვალო ხვრელობებითაა დანაწევრებული. ძალზე სპეციფიკურია, რომ მისი საკმაოდ სრულად (თითქმის მთელ სიმაღლეზე) შემორჩენილ კედლებზე არც ერთი [[სარკმელი]] და შესასვლელი კარი არაა დაყოლებული, რაც საფიქრებელს ხდის რომ კოშკში ხის მისადგმელი [[კიბე (მრავალმნიშვნელოვანი)|კიბით]], ან მიწისქვეშა [[გვირაბი|გვირაბით]] შეიძლებოდა შესვლა.
ციხე დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. მდებარეობს [[სამცხე|სამცხის]] უკიდურეს დასავლეთით, [[აჭარა|აჭარის]] საზღვართან. ნაგებია თანაბარი ზომის, პირმოსწორებული მოზრდილი ქვით ნაგები, შედარებით უკეთესადაა შემორჩენილი ციხე-კოშკი.
 
ციხის წინ სწორკუთხა ეზოს მომფარგვლელი გალავნის კედლები მის სამხრეთის კუთხეებთან იკვრება და ამით [[კოშკი|კოშკის]] კედელს გალავნის კედლის გაგრძელებად აქცევს. ეზოში შესასვლელი კარის წინ ამოყვანილია ვიწრო დერეფანივით კუთხე, რომელიც მომხვდურისათვის "წინაღობას" წარმოადგენდა, დამცველისათვის კი მცირე სივრცეში მოხვედრილების მოგერიების საუკეთესო საშუალებას<ref>სოფ.კიკიბოს ციხე, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1998, გვ. 201</ref>.
 
ციხეს, [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია.<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიკიბოს_ციხე“-დან