ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია''' (სვანურად '''თარიგზელი''') — ხუროთმოძღვრების ძეგლი [[საქართველო]]ში, [[ლენტეხის მუნიციპალიტეტი]]ს ჩოლურის თემის სოფელ [[ტვიბი|ტვიბში]]. დარბაზული, დროებითი სახურავით დაცული კამარაჩამოქცეული მცირე ზომის დარბაზულიეკლესია ტაძარიასოფლიდან 900-1000 მ-ზე, ტყიან მთაზე დგას. დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. აფსიდში გატიხრულია ორი ნიშა და ფასადზე შემორჩენილი დიდი გველეშაპის გამოსახულება.
 
== ინტერიერი ==
 
საკურთხევლის კონქში გამოსახულია გავრცობილი ვედრება, აფსიდში მეტ-ნაკლებად კარგად ორი წმ. მღვდელმთავრის ფიგურა ჩანს (შუაში და სამხრეთის მხარეს). კამარის ჩრდილო ფერდზე - აღმოსავლეთით ხარების, დასავლეთით [[ნათლისღება|ნათლისღების]], სამხრეთის ფერდზე კი აღმოსავლეთით [[შობა|შობის]] ფრაგმენტებია შემორჩენილი.
 
ჩრდილოეთის კედელზე, აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ ცხენოსანი წმ. [[წმ. გიორგი|გიორგი]] და ქტიტორებია, სამხრეთის კედელზე [[გველეშაპი]]ს განმგმირავი ცხენოსანი წმ. [[თევდორე]] და წმ. დედები. დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრზე - [[ლაზარე|ლაზარეს აღდგინება]], მეორე რეგისტრზე, შუაში მთავარანგელოზის ნახევარფიგურა, აქეთ-იქით კი თითო-თითო ქტიტორი. იგი გარკვეულად უახლოვდება ზემო სვანეთის [[XIII საუკუნე|XIII ს]]-ის მაარქაიზებელ მოხატულობებს. აფსიდში ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებზე გვიანი გადაწერის კვალია. მოხატულობის კვალი დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზედაც გაირჩევა. მხატვრობა საკმაოდ ფრაგმენტულია, ბევრგან ბათქაშიანად არის ჩამოცვენილი ან ფერია ჩამოშლილი. 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებითაც კი მდგომარეობა გაუარესებულია<ref> ეროვნული კულტურული მემვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, გვ. 220, თბ., 1998, გვ. 18</ref>.
 
ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია.<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>
Line 7 ⟶ 13:
 
==ლიტერატურა==
* ეროვნული კულტურული მემვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, გვ. 220, თბ., 1998, გვ. 18
* [http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/chemi-sofeli/5089-tvibis-kheoba.html ტვიბის ხეობა, ჟურნალი „კარიბჭე“, 2010 წ.]