გურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 120:
[[File:ოზურგეთის მაზრა.jpg|300პქ|მინი|ოზურგეთის მაზრის რუკა]]
 
[[1829]]-[[1840]] წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1832 წლის 25 იანვარს [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I-მა]] შეიწყალა ოსმალეთში გაქცეული გურული თავად აზნაურები. გურიაში დაბრუნდა 9 თავადი, 27 აზნაური 58 გლეხი, [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის არქიმანდრიტი]] ანთიმოზი და ერთი მღვდელი. მათ შორის დაბრუნდნენ დავით და ეკატერინე ბატონიშვილები. დავითი პეტერბურგში გაგზავნეს სამხედრო სასწავლებელში. [[1840]] წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია [[ოზურგეთის მაზრა|ოზურგეთის მაზრის]] სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. მეცხრამეტე საუკუნის1830-იან გურიაზეწლებში მრავალიგურიაში უცხოელიმოგზაურობდნენ მოგზაურის ცნობა არსებობს. 1831 წელსდა გურია მოინახულააღწერეს შვეიცარიელმა არქეოლოგმა და მოგზაურმა, [[დიუბუა დე მონპერე]]მ (1798-1850), რომელმაც აღწერა [[ვაშნარი]], გურიის ძველი დედაქალაქი. იმავე ხანებში მოგზაურობდნენ [[იოჰან გიულდენშტედტი]], გერმანელი მეცნიერი და მოგზაური (1745-1781), [[ჟაკ ფრანსუა გამბა]], ფრანგი კონსული თბილისში, მოგზაური და მწერალი (1763-1833) და სხვები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ გურიის გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მხარის შესწავლით. გიულენშტედტის ცნობით გურიაში 5000 ოჯახი ცხოვრობდა.<ref>გიულენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გვ 315 — თბილისი, 1962</ref>
 
ოზურგეთის მაზრა რომელსაც ჩამოაცილეს ქობულეთი, წინანდელ გურიასთან შედარებით შემცირდა. დარჩენილი მთელი გურიის სივრცე შეადგენდა 1980.16 კვ. კმ, ზედ დასახლებული 88,760 სული მკვიდრი, ანუ 43,8 კაცი კვ. კმ-ზე. მოსახლეთი. სამაზრო საზღვრებს წარმოადგენდა: სამხრეთით — მდ. ჩოლოქი და აჭარა-გურიის მთა; დასავლეთით — შავი ზღვა; ჩრდილოეთით — რიონი, რომელიც სამეგრელოდან ჰყოფს გურიას და აღმოსავლეთით — ნიგოითის მთა, აჭარა-გურიის მთიდან გამომავალი, რომელიც გურიას იმერეთისაგან ჰყოფს. 1831 წელს, როცა რუსეთმა გურია შემოიერთა, გურიის მკვიდრნი აღუწერიათ, როგორც დიუბუა ამბობს. მაშინ გურია ორ სამოურაოდ იყოფოდა: ერთი იყო ოზურგეთისა და მეორე — ნაგომარისა. ოზურგეთის სამოურაოში ცხოვრობდა 18430, ხოლო ნაგომრისაში — 18270 სული. ამ ანგარიშით ყოველ კვადრატულ კილომეტრზე (დიუბუას მთელი სივრცე მაშინდელი გურიისა 1,800 კილომეტრად აქვს აღნიშნული) 20.39 სული მოდიოდა. გურია დაიყო გურიანთის, ოზურგეთის, ბახვის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ნაგომრისა და აკეთის უჩასტკებად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურია“-დან