გურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 252:
|}
 
1770 წელს გურიის მოსახლეობა საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენდა. XVIII საუკუნის დამლევს [[იოჰან გიულდენშტედტი]]ს ცნობით გურიაში ქვემო გურიის ჩათვლით 5000 ოჯახი ცხოვრობდა. 1812 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჟამიანობას შეეწირა. 1831 წელს გურია მოინახულა [[დიუბუა დე მონპერე]]მ, რომლის მონაცემებით გურიის ფართობი 1800 კვ. კმ. და მოსახლეობა 4300 კომლი, 36700 ადამიანი იყო (ოჯახის საშუალო სულადობა 8,5), აქედან ოზურგეთის უბანში 18430 ადამიანი ცხოვრობდა, ნაგომრის უბანში 18 270. მონპერეს მონაცემებით სიმჭიდროვე 20,3 კაცი იყო, უშუალოდ ქალაქ ოზურგეთში კი 300 ადამიანი ცხოვრობდა. გურიის მოსახლეობა 1840-იან წლებში [[ოზურგეთის მაზრა|ოზურგეთის მაზრის]] დაარსების დროისთვის იყო 46 ათასი ადამიანი. 1860 წელს გურიის მოსახლეობა დაახლოებით 48 ათასი იყო. 1870-იან წლებში მაზრის მოსახლეობა იყო 103 476 ადამიანი (მათ შორის 49142 ქალი და 54334 კაცი). მათგანეთნიკური შემადგენლობით გურიის მოსახლეობა ერთგვაროვანი იყო. ცხოვრობდა მხოლოდ 7 სომეხი, 14 კათოლიკე სომეხი და 81 მუსლიმი. აღრიცხული იყო თავადის 40 და აზნაურის 229 ოჯახი. სულ 594 სოფელი. 1886 წელს მაზრის მოსახლეობა 76 055 ადამიანი იყო. 1897 წელს გურიის მოსახლეობა იყო 90 326, აქედან 4710 ქალაქ ოზურგეთის. ამ დროს გურიის ტერიტორია იყო 2 259 კმ². მოსახლეობის 95,3% იყო ქართველი, 3,3% - [[ბერძნები|ბერძენი]]. 50 კომლი რუსი ცხოვრობდა, სულ 211 ადამიანი (117 მამრობითი, 94 მდედრობითი სქესის), აქედან უშუალოდ ქალაქში 20-მდე რუსი ყოფილი ჯარისკაცი ცხოვრობდა. მაზრის მოსახლეობის 98% იყო გლეხობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%-ს ფლობდა. 1908 წლისთვის მოსახლეობამ მიაღწია 93157-ს, ხოლო 1911 წლისთვის — 126 ათას ადამიანს.
 
1921 წლისთვის გურიის მოსახლეობა იყო 107 105, ტერიტორია 2 099,86 კვადრატული კილომეტრი, ოზურგეთი იყო ერთადერთი ქალაქი 5626 მცხოვრებით და ლანჩხუთი ერთადერთი დაბა 2500 მცხოვრებით. 1926 წლის აღწერის მიხედვით გურიის მთელი მოსახლეობის 99,6% ქართველები იყვნენ, ცხოვრობდა 266 რუს, 108 სომეხი, ხოლო დანარჩენ ეთნოსებზე მოდიოდა 200-მდე ადამიანი. გურიის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა 1930-იანი წლებიდან.<ref>{{cite book| | first=ვ.| last=ჯაოშვილი| series=| title=„მახარაძე-ლანჩხუთის ქვერაიონის ეკონომიკურ-გეოგრაფიული ნარკვევები“| publisher=|location=თბილისი |year=1964| origyear=| isbn=| edition=|page=67}}</ref>საბჭოთა პერიოდში გურიის მოსახლეობა იზრდებოდა, განსაკუთრებით იზრდებოდა [[მახარაძის რაიონი|მახარაძის რაიონის]] მოსახლეობა, რადგან [[ჩაი]]სა და [[ციტრუსები]]ს მრეწველობის განვითარების გამო მუშახელზე მოთხოვნა დიდი იყო. მიუხედავად ამისა, გურიაში მოსახლეობის ზრდა ჩამოუვარდებოდა ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. 1926 წელს გურიას ქვეყნის მოსახლეობაში 4,24%-იანი წილი ეკავა. 2002 წლისთვის კი 3,3%.
 
2014 წლის აღწერის მონაცემებით გურიის მოსახლეობის რაოდენობა 113 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე არის 55,7 კაცს. მოსახლეობის 98% ეთნიკურად [[ქართველები|ქართველია]], 1% — [[სომხები|სომეხი]]. ძირითადად ცხოვრობენ [[გურულები]], მოსახლეობის დაახლოებით 10-12% [[აჭარლები|აჭარელია]]. მოსახლეობის 86% მართლმადიდებელია, 11,4% — მუსლიმი. მხარეში შეინიშნება მოსახლეობის ბუნებრივი ასევე მექანიკური ([[მიგრაცია]]) კლება. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[ოზურგეთი]]. მხარეში 189 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 2 ქალაქი (ოზურგეთი და ლანჩხუთი), 5 დაბა (ჩოხატაური, ურეკი, ნარუჯა, ლაითური, ქვედა ნასაკირალი) და 182 სოფელი. მხარის [[ურბანიზაცია|ურბანიზაციი]]ს დონე დაბალია. ქალაქებსა და დაბებში ცხოვრობს მოსახლეობის 28%, ხოლო სოფლებში - 72%. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურია“-დან