პეტრე ბაგრატიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 42:
|ფაილი:Battle of Novi.jpg|ნოვის ბრძოლა
}}
[[1798]] წლის მიწურულს [[ინგლისი|ინგლისმა]], [[ავსტრია]]მ, [[თურქეთი|თურქეთმა]], [[ნეაპოლის სამეფო]]მ და [[რუსეთი|რუსეთმა]] შეკრეს კოალიცია [[საფრანგეთი]]ს წინაღმდეგწინააღმდეგ [[იტალია|იტალიის]] ტერიტორიების გამოსახსნელად. შეთანხმების მიხედვით საფრანგეთის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ჯარი გამოჰყავდათ ავსტრიას და რუსეთს, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი ინგლისი ზრუნავდა. არმიის მთავარსარდლად დაინიშნა [[ალექსანდრე სუვოროვი]]. სუვოროვმა ბაგრატიონი ავანგარდის მეთაურად დანიშნა. არმია ჯერ [[ვენა]]ში ჩავიდა, შემდეგ კი ჩრდილოეთ იტალია გაათავისუფლა. [[1799]] წლის [[21 აპრილი|10 (21) აპრილს]] ბაგრატიონმა [[ბრეშა|ბრეშის]] ციხესიმაგრეს შეუტია. აქ ერთხელ მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებაი და საბოლოოდ პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ავანგარდმა საერთოდ ათასზე მეტი ტყვე და 46 ზარბაზანი ჩაიგდო ხელში<ref>მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,გვ.46. </ref> ამ გამარჯვების გამო მოწონება დაიმსახურა სუვოროვისგან. მან იმპერატორს პატაკით მიწერა:
{{ციტატა|…გენერალ-მაიორ ბაგრატიონს, ვიცე–პოლკოვნიკ ლომონოსოვსა და მაიორ პოზდნევს (ბაგრატიონის ავანგარდში შემავალი სამხედრო ნაწილების უფროსები) ვაქებ ციხე სიმაგრის აღებისას გამოჩენილი სიმარდის, არაჩვეულებრივი თავგამოდებისა და გულმოდგინებისათვის<ref>მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,გვ.46 </ref>}}
ამ პატაკს მოჰყვა პეტრეს [[წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი]]თ დაჯილდოება. 14-16 (25-27) აპრილს სუვოროვმა მდინარე ადასთან გაანადგურა ფრანგების არმია. ადასთან გამართული ბრძოლების დროს ბაგრატიონმა აიღო [[ბერგამო]], შემდეგ კი ქალაქ [[ლეკო]]სთან დაამარცხა გენერალ [[ჟან-მატიე-ფილიბერ სერიურიე|სერიურიე]]ს დივიზია. [[1799]] წლის 6-8 (17-19) ივნისს ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა მდინარე ტრებთან გამართულ ბრძოლაში. ბრძოლა სუვოროვის გამარჯვებით დამთავრდა და ფრანგებმა 18000 კაცი დაკარგეს, მოკლულთა, დაჭრილთა და ტყედ ჩავარდნილთა სახით. ბრძოლის დროს ბაგრატიონი მეორედ დაიჭრა. [[15 აგვისტო|4 (15) აგვისტოს]] რუსებსა და ფრანგებს შორის ბრძოლა ნოვისთვის, რომელიც კვლავ სუვოროვის გამარჯვებით დამთავრდა. ფრანგების გენერალი, ჟუბერი შეტაკების დროს დაიღუპა. ბრძოლაში ბაგრატიონმა თავისი სიმამაცე და მოხერხებულობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სუვოროვმა ამ წარმატებებისთვის ბაგრატიონი კიდევ ერთხელ შეაქო საკტ-პეტერბურგში გაგზავნილ ბარათში.