თვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
94.240.243.217-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Salome.gachechiladze-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 8:
1) პერიფერიული ორგანოების,
<br />
2) გამტარი გზების<brგზებისა და />
<br />
3) მხედველობის ცენტრებისაგან.
 
Line 27 ⟶ 28:
* უკანა — სისხლძარღვოვანი გარსი (choriodea).
 
ფერადი გარსის შუა ადგილას მოთავსებულია ხვრელი — გუგა ([[ლათ.]] pupilla) მის სისქეში მოთავსებულია გლუვკუნთოვანი ბოჭკოები, რომელთა ერთი ნაწილი განლაგებულია გუგის ირგვლივ ცირკულარულად და შეადგენს გუგის შემავიწროებელ [[კუნთი|კუნთს]] ხოლო, მეორე ნაწილი- სხივისებურად და ქმნის გუგის გამაგანიერებელ კუნთს. ორივე კუნთის ინერვაცია წარმოებს [[ვეგეტატური ნერვული სისტემა|ვეგეტატური ნერვული სისტემიდან]] ამასთან შემავიწროებელ კუნთს აინერვირებს თვალის მამოძრავებელი ნერვის შემადგენლობაში მყოფი პარასიმპათიური ბოჭკოები, გამაგანიერებელ კუნთს კი სიმპათიური ბოჭკოები. ფერადი გარსი შეიცავს [[პიგმენტი|პიგმენტს]], რომლის რაოდენობაც ცვალებადია და განსაზღვრავს თვალის ფერს. თვალის კაკლის შინაგანი გარსი ანუ ბადურა ([[ლათ.]] retina) წარმოადგენს მხედველობის ნერვის პერიფერიულ აპარატს. მიუხედავად იმისა, რომ ბადურა მეტად თხელია, მისი ჰისტოლოგიური აგებულება განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. ბადურას ფერისა და სინათლის შემგრძნებ ელემენტებს წარმოადგენს სპეციალიზებული ნერვული უჯრედები, [[კოლბა|კოლბები]] და [[ჩხირი|ჩხირები]] კოლბების საერთო რაოდენობა შვიდი მილიონია, ჩხირების ოცდაათი მილიონი.მხედველობის ნერვის თვალის კაკალში შესვლის ადგილი იმყოფება ღერძის უკანა ბოლოს ოდნავ მედიალურად. თვალის ფსკერზე იგი ქმნის მრგვალ გორაკს, რომელსაც მხედველობის ნერვის [[დისკო]] (discus nervi optici) ეწოდება. ეს ადგილი თეთრი ფერისაა და მასში ცოტაა სინათლის მიმღები ნერვული უჯრედები. დისკოდან 4 [[მილიმეტრი]]სდაშორებით თვალის კაკლის უკანა [[პოლუსი|პოლუსში]], მდებარეობს ხალი ([[ლათ.]] macula), რომელიც წარმოადგენს უმახვილესი მხედველობის ადგილს. ხალის ცენტრში არის მომცრო ორმო, რომელსაც ცენტრალური ფოსო (fovea centralis) ეწოდება. ბადურას ნერვული უჯრედების მორჩები შედის მხედველობის ნერვის შემადგენლობაში, რომელიც მიემართება ქალას ღრუში მხედველობის ხვრელით. მხედველობის ნერვის შუა ღერძის გასწვრივ გაივლის ბადურას [[ცენტრალური არტერია]], რომელიც კვებავს გარსს. მხედველობის ნერვი გარშემორტყმული [[ტვინი]]ს სამივე გარსით, რომლებიც ქმნიან მის ბუდეებს და შემდეგ უკავშირდებიან სკლერას. თვალის კაკლის კედელი გარს ერტყმის თვალის გამჭვირვალე ბირთვს, რომელსაც შეადგენს ბროლი -(lens cristalian) წარმოადგენს ორმხრივ გამოდრეკილ სხეულს. მისი უფერო ნივთიერება შედგება ცენტრალურად მდებარე შედარებით მკვრივი ბირთვისგან და პერიფერიულად მოთავსებული რბილი, ანუ ქერქოვანი ნივთიერებისგან. გარედან ბროლი დაფარულია თხელი და გამჭვირვალე ჩანთით, რომელსაც ბროლის [[კაფსულა]] ეწოდება.თავის ეკვატორული კიდის გასწვრივ ბროლი დაკავშირებულია წამწამოვან სხეულთან ირგვლივი იოგით, რომელსაც წამწამოვანი სარტყელი ეწოდება . ამ იოგის დაჭიმვა ან მოდუნება იწვევს ბროლის გარდატეხის უნარის შეცვლას. ამ პროცესს რომლის შედეგადაც საგანი ზუსტად აისახება ბადურაზე [[აკომოდაცია]] ეწოდება. რაც უფრო ახლოა საგანი, მით უფრო მეტი უნდა იყოს ბროლის გამოდრეკილობა; ამას ხელს უწყობს წამწამოვანი კუნთის შეკუმშვით გამოწვეული წამწამოვანი სარტყლის მოდუნება. სფერული ფორმის მინისებრი სხეული (corpus vitreum) ავსებს თვალის კაკლის ღრუს იმ ნაწილს, რომელიც ბროლის უკან მდებარეობს. მის წინა ნაწილში აღინიშნება ჩაღრმავება, რომელშიც მოთავსებულია ბროლი. მინისებრი სხეულის ჟელატინისმაგვარი მასა შედგება უწვრილესი ბოჭკოების ბადისგან, რომელთა შორის სივრცეები ამოვსებულია სითხით. გარედან დაფარულია თხელი გარსით, რომელსაც ეწოდება მინისებრი გარსი. ისევე როგორც ბროლი მინისებრი სხეულიც მოკლებულია სისხლის ძარღვებს. ნამი (humor aqueus) წარმოადგენს ცილის უმნიშვნელო რაოდენობის შემცველ სითხეს, რომელიც გამოიყოფა წამწამოვანი მორჩების და ფერადი გარსის სისხლის ძარღვების მიერ. ნამით ამოვსებულია ბროლის წინა მდებარე და ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მომცრო სივრცე, ანუ თვალის საკნები (camerae bulbiდსადასდასდსადასდbulbi). წინა [[საკანი]] მოთავსებულია რქოვანასა და ფერად გარსს შორის, უკან კი - ფერად გარსს და წამწამოვან სარტყელს შორის. საკნები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული გუგის საშუალებით. სინათლის [[სხივი|სხივებმა]] ვიდრე ისინი ბადურას მიაღწევენ უნდა გაიარონ: რქოვანა, წინა სენაკის ნამი, ბროლი და მინისები სხეული. თვალის მამოძრავებელ აპარატს შეადგენს ექვსი განივზოლიანი კუნთი: ზემო, ქვემო, გარეთა, შიგნითა სწორი, ზემო და ქვემო ირიბი. თვალის კაკლის უკანა ნაწილს გარს ერტყმის ბოლქვის (ტენონის) ფიბრიზული კაფსულა, რომელშიც სასახსრე თავის მსგავსად ადვილად მოძრაობს თვალის კაკალი მისი კუნთების შეკუმშვის დროს. ეს კაფსულა მჭიდროდაა დაკავშირებული ცხიმთან, რომელიც ამოავსებს თვალბადურის რეტრობულბარულ სივრცეს.თვალის დამცველ აპარატს მიეკუთვნება: ქუთუთოები, თვალბუდე, წარბები, წამწამები, და საცრემლე ორგანოები.
 
{{ესკიზი-ბიოლოგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თვალი“-დან