ლუი III ანჟუელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
ლუი დაიბადა 1403 წლის 25 სექტემბერს ანჟეში, საფრანგეთში. იგი იყო ანჟუს ჰერცოგ [[ლუი II ანჟუელი|ლუი II]]-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია [[იოლანდა არაგონელი|იოლანდა არაგონელის]] პირველი შვილი და შესაბამისად მათი მემკვიდრე.
 
1410 წელს არაგონის მეფე [[მარტინ I]] გარდაიცალაგარდაიცვალა, როდესაც ლუი 6 წლის იყო. მარტინი იოლანდას ღვიძლი ბიძა იყო და ვინაიდან ამ დროისათვის იოლანდა ბარსელონას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, ფრანგები აცხადებდნენ, რომ არაგონის ტახტი ლუის ეკუთვნოდა.
 
მომდევნო ორი წლის მანძილზე არაგონის ტახტი ვაკანტური იყო, ვინაიდან ვერ გადაწყდა, თუ ვინ ავიდოდა მასზე. ფრანგ ანჟუებთან და ლუისთან ერთად მასზე პრეტენზიას აცხადებდნენ მარტინის მონათესავე კასტილიელი ტრასტამარებიც. 1412 წელს არაგონელმა დიდებულებმა თავიანთ მეფედ სწორედ [[ფერდინანდ I (არაგონი)|ფერდინანდ I კასტილიელი]] აირჩიეს, ვინაიდან იგი ესპანელი იყო, ლუი კი ფრანგი, არაგონელებს კი თავიანთ ტახტზე უცხოელის ხილვა არ სურდათ. გარდა ამისა, ფერდინანდი იყო არაგონის მეფე [[პედრო IV (არაგონი)|პედრო IV]]-ის ასულ ელეანორ არაგონელის უფროსი ვაჟი, რითაც ტახტზე კანონიერი უფლება მასაც ისევე ჰქონდა როგორც ლუის. ყველაფერთან ერთად, ტახტზე ასულმა ფერდინანდმა ისარგებლა ფრანგების დასუსტებული მდგომარეობით და მათ რუსოლინი და მონპელიე ჩამოაჭრა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_III_ანჟუელი“-დან