არყი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
არყის ხე |
||
ხაზი 1:
▲'''არყი''', '''არყის ხე''' ({{lang-la|Betula}}) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი [[არყისებრნი|არყისებრთა]] ოჯახისა, რომელიც 20 მ სილაღლემდე იზრდება. [[ქერქი]] თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.
საქართველოში 5 სახეობაა. [[აჭარა]]-[[გურია]]ში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება [[მედვედევის არყი]] (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი [[მეგრული არყი]] (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; [[რადეს არყი]] (Betula raddeana) — კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; [[ლიტვინოვის არყი]] (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო [[მეჭეჭიანი არყი]] (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.
|