ლენცოფა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 27 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q158510
No edit summary
ხაზი 20:
| ncbi =
}}
'''ლენცოფა''' (Hyoscyamus), [[ორწლობანი მცენარეები|ორწლოვან]] და [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვან]] ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ძაღლყურძენასებრნი|ძაღლყურძენასებრთა]] ოჯახისა.

მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და კანარის კუნძულებზე. [[საქართველო]]ში იზრდება 3 სახეობა; მათ შორის უფრო მნიშვნელოვანია [[შავი ლენცოფა]] (Hyoscyamus niger) — ორწლოვანი ბალახია.

ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა და ნახევრად ღერომხვევი. მღვრიე ყვითლი ფერის გვირგვინი იისფრად არის დაძარღვული. ნაყოფი მრავალთესლიანი მოგრძო კოლოფია. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.

გავრცელდა როგორც გზადმიყოლილი. იზრდება რუდერალურ ადგილებზე, გზისპირებზე, ბოსტანში, ბაღსა და მინდორში. ჩვენში ეს სახეობა გავრცელებულია თითქმის ყველგან მთის ზემო სარტყლამდე. ლენცოფა ძალზე შხამიანია. აქვს არასასიამოვნო სუნი, შეიცავს ალკალოიდებს — ჰიოსციამინს, ატროპინსა და სკოპოლამინს.
 
მედიცინაში იყენებენ ლენცოფას ფოთლების ექსტრაქტს, როგორც სპაზმების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭნაწლავისა და სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადების დროს. ლენცოფას დაფშვნილი ფოთლები შედის [[ასთმატოლი]]ს შედგენილობაში. ლენცოფასგან ამზადებენ ლენცოფას ზეთს, რომელიც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იხმარება დაჟეჟილობის, იშიაზისა და სხვა შემთხვევებში. ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლენცოფა“-დან