ქოლგოსანნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატ.
No edit summary
ხაზი 14:
| commons =Umbelliferae
}}
'''ქოლგოსანნი''' ({{lang-la|Umbelliferae}}) — [[ორლებნიანნი|ორლებნიან]] [[მცენარეები|მცენარეთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]. [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ]]- ან [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახებია, იშვიათად — ბუჩქები და დაბალი [[ხე]]ები. მორიგეობით განლაგებული დანაკვეთული ან, იშვიათად, მთლიანი [[ფოთლები]] აქვთ. [[ყუნწი]]ს ძირი ხალთად არის გადაქცეული. [[ყვავილები]] აქტინომორფულია, უფრო იშვიათად — ზიგმორფული, ორსქესიანი; შეკრებილია მარტივ ან რთულ ქოლგებად, ზოგჯერ — [[თავაკი |თავაკი]]ს მსგავს [[ყვავილები|ყვავილებად]]. რთული ქოლგის ძირში ხშირად განვითარებულია რამდენიმე ფოთლისაგან შემდგარი საერთო საბურველი.

[[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] ტყუპი [[თესლურა]]ა. თითოეულ თესლურას ზურგზე 5 წიბო და მათ შორის ღარები აქვს. ღარები ამოვსებულია ეთეროვანი ზეთებითა და გუმფისით.

ოჯახში 280-ზე მეტი [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს 3000-მდე [[სახეობა]]ა; [[საქართველო]]ში გვხვდება 73 გვარის 179 სახეობა. ამ ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი საკვებ ნივთიერებებს ძირხვენებში აგროვებს ([[სტაფილო]]). ქოლგოსანთა ზოგიერთი სახეობა მეტად შხამიანია ([[კონიო]], [[ციკუტა]] და სხვა).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქოლგოსანნი“-დან