იმუნიტეტი (მედიცინა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იმუნიტეტი''' — [[ადამიანი]]ს [[ორგანიზმი]]ს ბრძოლისუნარიანობა. იმუნიტეტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანის ორგანიზმი მშობლებისგან მემკვიდრეობით ღებულობს. შეძენილი იმუნიტეტი ადამიანს რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამოუმუშავდება. იგი ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში ინახება.
ჩვენს ორგანიზმს აქვს მავნე [[მიკრობები]]სგან თავდაცვის უნარი. დამცველობითი ბარიერია კანი, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანი გარსები, რომლებიც გამოყოფენ მიკრობების საწინააღმდეგო ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
 
იმუნიტეტი არის ორგანიზმის უნარი, დაიცვას თვი დაავადების გამომწვევი მოკრობებისაგან, გენეტიკურად უცხო სხეულებისაგან, უჯრედებისა და ნივთიერებებისაგან.
==რესურსები ინტერნეტში==
იმუნიტეტში მონაწილეობენ [[ლეიკოციტები]]. ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია. 1მლ სისხლში 4-9 ათასი ლეიკოციტია. მათ, სისხლის უჯრედებისაგან განსხვავებით, [[ბირთვი]] გააჩნიათ.ლეიკოცეიტების სხვადასხვა ფორმა არსებობს. ერთ-ერთი სახეა [[ფაგოციტები]], რომელთაც აქტიური გადაადგილება შეუძლიათ. შეიძლება გააღწიონ სისხლძარღვების კედელში ამების მსგავსი ცრუ ფეხებით და გაემართნონ სხეულის დაზიანებული ნაწილისაკენ. მაგ. კანის დაზიანებისას ჭრილობაში ბაქტერიები ხვდებიან. დაზიანებული უჯრედები გამოყოფენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც იზიდავს ფაგოციტებს. ეს ქემოტაქსისია. ფაგოციტები ცრუ ფეხებით შთანთქვანებ ბაქტერიას და მოინელებენ.
* [http://www.modelingimmunity.org/ The Center for Modeling Immunity to Enteric Pathogens (MIEP)]
ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობაა [[ლიმფოციტები]]. ისინი ლიმფაშიც დიდი რაოდენობითაა და აქედან წარმოდგება მისის სახელი. ლიმფოციტები დიდ როლს თამაშობენ ორგანიზმის დაცვაში. ლიმფოციტები უფრო დიდხანს ცოცხლობენ - 200-დღეზე მეტი და ზოგიერთი სახეობა - რამოდენიმე წელი.
იმუნიტეტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლომფოციტების ორი ტიპის უჯრედები - T და B ლიმფოციTები. B ლიმფოციტები უცხო სხეულების საპასუხოდ წარმოქმნიან განსაკუთრებულ ცილებს - ანტისხეულებს, რომელსაც სისხლში გამოყოფენ . ყოველი ანტიგენის საპასუხოდ შესაბამისი სახის ანტისხეული წარმოიქმნება. ანტისხეული შეიცნობს ანტიგენს და კომპლემენტარობის პრინციპით ( გეომეტრიული შესაბამისობით - კონკრეტული ფორმის ანტისხეული ცნობს შესაბამისი ფორმის ანტიგენს) უკავშირდება მას. ამის შემდეგ ანტისხეული ან მთლიანად შლის უცხო სხეულს, ან მაგალითად, ბაქტერიას იმდენად ასუსტებს, რომ მას ადვილად ერევა ფაოგოციტი.
T ლიმფოციტები პოულობენ დააადების გამომწვევ მიკრობს ან სხვა უცხო უჯრდებს, უკავშირდებიან ანტიგენს გეომეტრიული შესაბამისობით, რის შემდეგადაც გამოყოფენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ანადგურებს მიკრობს. ამგირად, B ლიმფოციტები მონაწილეობენ იმუნიტეტის ერთ-ერთ სახეობაში, რომელსაც ჰუმორული იმუნიტეტი ეწოდება. ჰუმორული იმიტომ , რომ უჯრედები ანტისხეულს სისხლში გამოყოფენ და ვრცელდება მთელ ორგანიზმში. T ლიმფოციტები კი უჯრედულ იმუნიტეტში მონაწილეობენ, ე.ი. უჯრედები უშუალო კონტაქტში შედიან მიკრობებთნ და ასე ანადგურებენ მათ. უჯრედულ იმუნიტეტს აგრეთვე მიეკუთვნება ფაგოციტების მოქმედებაც.
 
ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანი ან აღარ ავვადდება ან ინფექციით, ან იოლ ფორმებში გადაიტანს მას. ინფექციის გმომწვევი მიკრობის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, იგი მრავლდება, გამოყოფს შხამიან ნივთიერებებს, რაც ორგანიზმში გარკვეული სიმპტომებით გამოიხატება (ტემპერატურის მომატება, გამონაყარი ტანზე). თანდათან ორგანიზმი იწყებს გამოჯანმრთელებას, რადგან მის საწინააღმდეოგდ ადამიანი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს, T ლიმფოციტებს და ჰუმორული და უჯრედული იმუნური სისტემის ერთობლივი მოქმედებით ორგანიზმი ანადგურებს ამ მიკრობებს, ხდება გგამოჯანმრთელება. ორგანიზმს გამოუმუშავდება იმუნიტეტი ამ ინფექციური დაავადების მიმართ.
== იმუნოდეფიციტის ვირუსი ==
მაგრამ ორგანიზმში ადამიანის იმუნდეფიციტის ვირუსის (აივ) შეჭრა იწვევს ადმიანის იმუნურ სისტემის დარღვევას ან საერთოდ დანგრევას, ანი იმუნოდეფიციტს. აივ ინფექცია - ეს დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აივ- ის შეჭრის შედეგად ვითარდება, მიმდინარეობს უსიმპტომოდ და შეიძლება გაგრძელდეს მრავალი წლის განმავლობაში.
აივ ინფექციის საბოლოო სტადია არის შიდსი : შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
"იმუნოდეფიციტი" - ორგანიზმის მდგომარეობაა, როდესაც იმუნური სისტემა იმდენად დასუსტებულია, რომ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო დაავადებასთან გამკვლავებას ვეღარ ახერხებს.
 
აივ-ს გამრავლება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შეუძლია, გარემოში ის საკმაოდ მალე იღუპება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იმუნოეფიციტსი ვირუსი იწყებს გამრავკებას და საშენ მასალად იყენებს იმუნური სისტემი შემდაგენლობაში შემავალ უჯრედებს - ლიმფოციტებს და ნელ-ნელა ანადგურებს მათ, რასაც შედეგად იმუნური სისტემის თანდათანობითი დაზიანება მოყვება.
 
 
^ 2012 წლის მეათე კლასის ბიოლოგიის სახელმძვანელო, გვ. 80, ავტ.მარინა სეხნიაშვილი, მალხაზ მაყაშვილი, მარინა ჯალიაშვილი.
<references 2012 წლის მეათე კლასის ბიოლოგიის სახელმძვანელო, გვ. 80, ავტ.მარინა სეხნიაშვილი, მალხაზ მაყაშვილი, მარინა ჯალიაშვილი/>
 
{{ესკიზი-მედიცინა}}