ინდირა განდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 72:
 
ორი წლის იყო, როცა [[მაჰათმა განდი]]ს გააცნეს, ხოლო რვა წლის ასაკში მისი რჩევის მიხედვით მშობლიურ ქალაქში დააარსა ტრადიციული ქსოვის განვითარების ბავშვთა კავშირი. ახალგაზრდულ ასაკში მონაწილეობდა ვემონსტრაციებში, არაერთხელ ყოფილა დამოუკიდებლობის მებრძოლთა კურიერი. [[1934]] წელს ინდირა შევიდა ეროვნულ უნივერსიტეტში, რომელიც შექმნა მწერალმა [[რაბინდრანათ თაგორი|რაბინდრანათ თაგორმა]]. [[1936]] წელს დედის გარდაცვალების შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა [[ევროპა]]ში. [[1937]] წელს ჩაირიცხა ოქსფორდის სომერველის კოლეჯში, სადაც შეისწავლა მართვა, ისტორია და ანთროპოლოგია. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დაწყების შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ინდოეთში დაბრუნდა [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის]] გავლით, სადაც ცხოვრობდა მრავალი [[ინდუიზმი|ინდუსი]]. [[კეიპტაუნი|კეიპტაუნში]] გამოვიდა თავისი პირველი პოლიტიკური სიტყვით.
 
[[1941]] წელს იგი დაბრუნდა ინდოეთში, ხოლო [[1942]] წელს ცოლად გაყვა ფეროზა განდის, რომელიც [[ფარსები]]ს ირანული წარმოშობის ხალხს მიეკუთვნებოდა და აღიარებდა [[ზოროასტრიზმი|ზოროასტრიზმს]]. ინდირა და ფეროზი დაქორწინდნენ ყოველგვარი კასტური და რელიგიური ბარიერების უგულვებელყოფის გზით<ref>[http://ispr.ru/politiki-mira/radzhiv-gandi/prixod-indiry-gandi-na-post-premer-ministra-indii.html Приход Индиры Ганди на пост премьер-министра Индии | Институт социально-политических исследований<!-- Заголовок добавлен ботом -->]</ref>. ინდირამ მიიღო მისი გვარი. უკვე [[1942]] წელს ცოლ-ქმარი დააპატიმრეს. ინდირა ციხეში დატოვეს [[1943]] წლის მაისამდე. ფეროზსა და ინდირას შეეძინათ ორი ბიჭი: უფროსი, [[რაჯივ განდი|რაჯივი]] — [[1944]] წლის 20 აგვისტოს, ხოლო უმცროსი, [[სანჯაი განდი|სანჯაი]] — [[1946]] წლის 14 დეკემბერს. ბავშვები პაპის სახლში ცხოვრობდნენ<ref>[http://ispr.ru/politiki-mira/radzhiv-gandi/feroz-i-indira-gandi.html Фероз и Индира Ганди | Институт социально-политических исследований<!-- Заголовок добавлен ботом -->]</ref>.
 
[[1947]] წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა ინდოეთის დამოუკიდებლობა. მალევე ჩამოყალიბდა პირველ ეროვნული მთავრობა. ინდირა განდი გახდა მამამისის, პრემიერ-მინისტრის პირადი მდივანი და მუდამ თან დაყვებოდა [[ჯავაჰარლალ ნერუ]]ს საზღვარგარეთის ვიზიტებში. [[1955]] წელს მამასთან ერთად სტუმრობდა [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირს]]. [[1955]] წლიდან ინდირა განდი მუშათა კომიტეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე პარტიის სრულიადინდური საპარლამენტო საბჭოს კომიტეტის წევრი. [[1955]] წელს მამასთან ერთად მონაწილეობდა [[ბანდუნგის კონფერენცია]]ში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დაიწყო [[მიუმხრობლობის მოძრაობა]]ს. [[1959]]-[[1960]] წლებში ინდირა განდი [[ინდოეთის ეროვნული კონგრესი]]ს ხელმძღვანელია.
 
[[1960]] წელს გარდაიცვალა ფეროზ განდი. მომდევნო წელს ინდირა აირჩიეს იეკ-ის მუშათა კომიტეტის წევრად.
 
=== პირველი მმართველობა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდირა_განდი“-დან